8,568 მლნ ლარის მოგება ერთ წელიწადში - როგორი იყო „თბილისი მოლის“ შემოსავალი პანდემიამდე

8,568 მლნ ლარის მოგება ერთ წელიწადში - როგორი იყო „თბილისი მოლის“ შემოსავალი პანდემიამდე

access_time2021-02-07 12:00:29

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. მართალია, 2020 წელი ყველა ამ ბიზნეს-სუბიექტებისთვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, თუმცა 2019 წლამდე მათი შემოსავალი მუდმივად იზრდებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ეტაპობრივად გთავაზობთ, თუ რა შემოსავალი ჰქონდათ და როგორი იყო სავაჭრო ცენტრების მოგება პანდემიამდე პერიოდში. ამჯერად გთავაზობთ „თბილისი მოლის“ (კომპანია „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“) ფინანსურ მაჩვენებლებს.

კომპანიის 2019 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ „თბილისი მოლი“ (კომპანია - „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“) არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მლნ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2019 წელს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტმა“ შემოსავლის სახით 26,478 მლნ ლარი მიიღო, საიდანაც საიჯარო შემოსავალი იყო 22,462 მლნ ლარი, მომსახურების საფასურიდან შემოსავალმა კი 4,016 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მთლიანი აქტივები შეადგენდა 184,3 მლნ ლარს. „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტმა“ 2019 წელი 8,568 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტის“ საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 14,723 მლნ ლარი, სადაც კომუნალურმა და საკომუნიკაციო ხარჯებმა 3,219 მლნ ლარი შეადგინა; ხელფასებზე - 3,622 მლნ ლარი დაიხარჯა; მარკეტინგის ხარჯებმა - 1,681 მლნ ლარი შეადგინა. ქონების დაზღვევაზე 2019 წელს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტმა“ 406 ათასი ლარი გადაიხადა.

„რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ 2008 წლის 23 ივნისს დაარსდა. კომპანიის აქციონერები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არიან შპს "რაკიინ დეველოპმენტი" (84,702%) და ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები) (15,298%).


კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობის და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფა „თბილისი მოლის“ სავაჭრო და გასართობ კომპლექსში.

დამატებითი საქმიანობა მოიცავს მოლში მდებარე, სხვა კომერციული ფართების და ჯიხურების გაქირავებას.

თავად "თბილისი მოლმა" საქმიანობა 2012 წლის 6 აპრილს დაიწყო. „თბილისი მოლის“ სავაჭრო ცენტრის მთლიანი ფართია 206,783 კვ.მ. კომპანიის მთლიანი საიჯარო ფართი 73,027 კვადრატული მეტრს შეადგენს, საიდანაც 52,266 კვადრატული მეტრი, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იჯარით არის გაცემული.

როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2019 წლის განმავლობაში, 2018 წელთან შედარებით, მოიჯარეების მიერ დაკავებული მთლიანი სივრცე 51.6 ათასიდან 52.3 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. 2019 წლის განმავლობაში, თბილისი მოლში მაღაზიების გაყიდვები 6,2%-ით გაიზარდა, 258 მილიონი ლარიდან 274 მილიონ ლარამდე. იგივე პერიოდისთვის, ვიზიტორების რაოდენობა დარჩა უცვლელი. თბილისი მოლმა შეინარჩუნა სტაბილური დენადობა სხვადასხვა მარკეტინგული საქმიანობების შედეგად, როგორიცაა, ღონისძიებები, შეჯიბრებები, რეკლამა, კომუნიკაციები, პროექტები და ა.შ.

Bpn.ge


თეგები:
სითი მოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up