9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, მანქანების შენახვაზე - 746 000  ლარზე მეტი - ფლანგვის დეტექტორი

9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, მანქანების შენახვაზე - 746 000 ლარზე მეტი - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-02-04 15:00:50

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს 9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო მანქანების შენახვაზე - 746 000  ლარზე მეტი.

 

„საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდა 9 მუნიციპალიტეტმა. ესენია - ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი, ახალციხე, ქობულეთი, წყალტუბო. აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი საწვავი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზუგდიდის, ქუთაისის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საწვავის ხარჯმა 2021 წელს 269,731 ლარი შეადგინა, დახარჯული საწვავის ოდენობამ კი 77, 718 ლიტრი. ხოლო რაც შეეხება მერიის კუთვნილ მანქანების შენახვის ხარჯებს, ერთი წლის განმავლობაში 98,517 ლარი შეადგინა. აღნიშნული ხარჯი გაიზარდა 2022 წელს. 9 თვის განმავლობაში ზუგდიდის მერიამ 83,509 ლიტრი საწვავი მოიხმარა რაშიც 288,072 ლარი დახარჯა. საინტერესოა, რომ 9 თვეში დახარჯული საწვავის ხარჯი აღემატება წინა ერთი წლის საწვავის ხარჯებს. მერიის კუთვნილი ავტომობილების ტექ-მომსახურება მუნიციპალიტეტს 91,090 ლარი დაუჯდა.

 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეორე მუნიციპალიტეტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა საწვავსა და მანქანების მოვლა-შენახვაზე, ქუთაისია. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს საწვავში 232,571 ლარი დახარჯა, ამავე წელს ავტომობილების მოვლა-შენახვა მუნიციპალიტეტს თითქმის 55 ათასი დაუჯდა (54,677). ამ ინფორმაციის გამოთხოვის მომენტისთვის, 2022 წლის დასრულებამდე, ქუთაისის მერიას საწვავზე წინა წელთან შედარებით 8 ათასი ლარით მეტი ჰქონდა დახარჯული. კერძოდ, 2022 წელს ქუთაისის მერიამ საწვავზე 240,880 ლარი დახარჯა. რაც შეეხება ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯებს, თანხამ 37,034 ლარს გადააჭარბა.

 

ზუგდიდსა და ქუთაისს მოსდევს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. 2021 წელს ახალციხის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 112,356 ლარი დახარჯა, თუმცა, საინტერესოა, რომ 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით მუნიციპალიტეტს უფრო მეტი აქვს დახარჯული. კერძოდ, 2022 წლის ბოლომდე მას 137,442 ლარი ჰქონდა დახარჯული საწვავზე. რაც შეეხება ავტომობილების მოვლა-შენახვას, 2021 წელს აღნიშნულმა ხარჯმა 33,481 ლარი შეადგინა, 2022 წლის ბოლომდე კი ეს თანხა 31,700 ლარის აჭარბებდა.

 

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, 2021 წელს მერიამ 91,257 ლარი დახარჯა საწვავში, ხოლო 50,493 ლარი ავტომანქანების მოვლა-შენახვაში. ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა 2022 წელს და 87,873 ლარი შეადგინა, ხოლო ავტომობილების შეკეთების ხარჯმა - 46,781 ლარი.

 


ქობულეთის მუნიციპალიტეტს მოსდევს ბათუმი. საინტერესოა, რომ 2022 წელს საწვავზე დახარჯულმა თანხამ გადააჭარბა თანხის იმ ოდენობას, რაც 2021 წლის განმავლობაში მთლიანად დაიხარჯა ავტომობილების საწვავზე. კერძოდ, ბათუმის მერიამ 2021 წელს 79,067 ლარის საწვავი შეიძინა, 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით კი ეს თანხა 89,275 ლარამდე არის გაზრდილი. იგივე შეიძლება ითქვას ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯებზეც, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ბათუმმა ორჯერ მეტი გადაიხადა ავტომობილების მოვლა-შენახვაში. მაგალითად, 2021 წელს თუ ავტომობილების მოვლა-შენახვა 16,665 ლარი დაჯდა, 2022 წელს ეს თანხა 38,469 ლარს შეადგენს.


ათასობით ლარს ხარჯავს საწვავში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია. 2021 წელს საწვავის ხარჯებმა 71,610 ლარი, ხოლო 2022 წელს 88,330 ლარი შეადგინა. 2021-2022 წლების ავტომობილების შენახვა მერიას ჯამში 91,823 ლარი დაუჯდა.

 

დაახლოებით ერთი რაოდენობის საწვავის მოიხმარეს გორისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. თელავის მერიამ 2021 წელს 54,392 ლარი დახარჯა საწვავში, ხოლო გორის მერიამ 50,479 ლარი. 2022 თელავის მერიის საწვავის ხარჯმა 62.897 ლარი შეადგინა, ხოლო გორის მერიის ხარჯმა 69.297 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მერიას როგორც წესი რამდენიმე ავტომობილი ემსახურება, წლიდან წლამდე ათასობით ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება მათ მოვლა შენახვაზე. მაგალითად: მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წელს 13 ავტომობილი ემსახურებოდა, ხოლო 2022 წელს 4ით მეტი - 17 ავტომობილი. შესაბამისად, მათ მოვლა შენახვის ხარჯებმა 2021-2022 წელს ჯამში 137,386 ლარი შეადგინა.

 

დახარჯული თანხის ოდენობით ფოთის მერია ბოლო ადგილს იკავებს. 2021 წელს ფოთის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 28,181 ლარი დახარჯა. 2022 წელს დახარჯული თანხაც თითქმის იგივე, 27,695 ლარია. რაც შეეხება ავტომობილების მოვლა-შენახვას, 2022 წელს დაიხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე 2021 წელს, კერძოდ, 2021 წელს მოვლა-შენახვაზე მთლიანად 7,138 ლარია დახარჯული, ხოლო მიმდინარე მონაცემებით 2022 წელს ეს თანხა 11,379 ლარამდე გაიზარდა.

 

მუნიციპალიტეტების მიერ საწვავის არამიზნობრივ მოხმარებაზე სახელმწიფო აუდიტი ხშირად გასცემს რეკომენდაციას თავის ანგარიშებში. ძირითადი გამოწვევა რაც ამ მხრივ გხვდება არის ის, რომ არ არსებობს საწვავის და ავტომობილების მოვლა შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მერიის თანამშრომლები საწვავს არამიზნობრივად იყენებენ. ასევე, ადგილი ჰქონდა ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ფაქტებსაც. რასაკვირველია, ყოველივე ეს ზრდის ბიუჯეტის ხარჯებს და შესაბამისად, ფლანგვის რისკებს, - წერს „ფლანგვის დეტექტორი“.

 

წყაროები:

მუნიციპალიტეტებიდამ მიღებული საჯარო ინფორმაცია: http://bit.ly/3tcp4Ie

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშები : https://bit.ly/3WMgcXi


ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up