9 თვეში ბიუჯეტის გადასახდელებმა 13.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საგეგმო მაჩვენებლის 97.1%-ია

9 თვეში ბიუჯეტის გადასახდელებმა 13.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საგეგმო მაჩვენებლის 97.1%-ია

access_time2022-10-25 09:00:18

2022 წლის ცხრა თვის გეგმით გასაწევი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 14 065 982.6 ათასი ლარით (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 12 912 741.7 ათასი ლარი, კრედიტები და გრანტები 1 153 240.9 ათასი ლარი), გადახდამ კი შეადგინა 13 664 062.1 ათასი ლარი, (მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით გაწეული საკასო ხარჯების მოცულობა 12 578 758,8 ათასი ლარი, ხოლო კრედიტებიდან და გრანტებიდან გაწეული საკასო ხარჯების მოცულობა 1 085 303.3 ათასი ლარი), რაც ცხრა თვის საგეგმო მაჩვენებლის 97.1%-ს შეადგენს. საბიუჯეტო სახსრებით გაწეული საკასო ხარჯების მოცულობამ 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მთლიან ხარჯებში შეადგინა 92.1%, ხოლო კრედიტებიდან და გრანტებიდან გაწეული ხარჯების მოცულობამ კი მთლიანი ხარჯების 7.9%. 


ოპერატიული მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა ფუნქციონალურ ჭრილში შეადგინა 12 740 730.7 ათასი ლარი.


„სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ძირითადი ფუნქციონალური კატეგორიების მიხედვით, შემდეგი სტრუქტურით ხასიათდება:


საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 381 287.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის (1 521 847.1 ათასი ლარი) 90.8%–ია. აღნიშნულ ხარჯებში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 284 272.5 ათასი ლარი, რაც გეგმის (336 774.2 ათასი ლარი) 84.4% და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯების 20.6%- ია. სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებული ოპერაციების ხარჯების დაფინანსების – 573 623.6 ათასი ლარი, ანუ გეგმის (590 124.0 ათასი ლარი) 97.2% და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯების 41.5%.


თავდაცვის ღონისძიებების ხარჯების დასაფინანსებლად 2022 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 835 487.7 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 793 099.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 94.9%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის (12 740 730.7 ათასი ლარი) 6.2%.


საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხაზით 2022 წლის ცხრა თვის გეგმით განსაზღვრული იყო 1 108 698.3 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 055 760.7 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 95.2%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 8.3%; მათ შორის: პოლიციის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 572 998.4 ათასი ლარი, ანუ გეგმის (578 339.1 ათასი ლარი) 99.1%; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსების ხარჯებმა (111 342.5 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (132 132.8 ათასი ლარი) 84.3%; სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაფინანსების ხარჯებმა შეადგინა 127 061.8 ათასი ლარი, რაც გეგმის (135 335.0 ათასი ლარი) 93.9%–ია.



ეკონომიკური საქმიანობის ხაზით 2022 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 2 663 116.4 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 2 636 017.8 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 99%. აღნიშნულ ხარჯებში საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსების ხარჯებმა (168 469.7 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (221 672.4 ათასი ლარი) 76%; სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის დაფინანსების ხარჯებმა (403 253.5 ათასი ლარი), გეგმის (441 389.9 ათასი ლარი) 91.4% შეადგინა; ტრანსპორტის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო 1 330 020.0 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 419 984.8 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 106.8%.


გარემოს დაცვის ხაზით 2022 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 84 161.4 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 79 495.2 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 94.5%.


საბინაო–კომუნალური მეურნეობის ხაზით ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 201 599.5 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა (201 155.2 ათასი ლარი) შეადგინა გეგმიური მაჩვენებლის 99.8%. მათ შორის, წყალმომარაგების ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო 201 599.5 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 201 155.2 ათასი ლარი, რაც გეგმის 99.8%–ია.


ჯანმრთელობის დაცვის ხაზით ცხრა თვის გეგმით განსაზღვრული იყო 1 504 310.4 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 512 223.2 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 100.5%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 11.9%; ამბულატორიული მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო 706 836.4 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა (705 956.5 ათასი ლარი) შეადგინა გეგმიური მაჩვენებლის 99.9%; საავადმყოფოების მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯებმა (224 902.6 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (208 644.0 ათასი ლარი) 107.8%; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯები დაფინანსდა – 55 318.6 ათასი ლარით, რაც გეგმის (58 971.2 ათასი ლარი) 93.8%–ია.


საქმიანობა კულტურის, დასვენებისა და რელიგიის სფეროში დაფინანსდა 306 930.9 ათასი ლარით, რაც 2022 წლის ცხრა თვის გეგმიური მაჩვენებლის (315 859.3 ათასი ლარი) 9 97.2%–ს შეადგენს. ტელე–რადიო მაუწყებლობის და საგამომცემლო საქმიანობის დასაფინანსებლად განსაზღვრული იყო 63 434.6 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა (63 413.4 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის 100%.


განათლების სფეროს დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 365 050.8 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა 1 341 489.3 ათასი ლარი), შეადგინა გეგმიური მაჩვენებელის 98.3% და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 10.5%; აღნიშნულ ხარჯებში ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა – 785 368.2 ათასი ლარი, რომელიც გეგმის (786 746.2 ათასი ლარი) 99.8%-ია; უმაღლესი განათლების დაფინანსებამ – 108 293.5 ათასი ლარი, რაც გეგმის (100 819.4 ათასი ლარი) 107.4%–ია.


სოციალური დაცვის ხაზით ცხრა თვის გეგმით განსაზღვრული იყო 3 450 131.1 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 3 433 271.1 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 99.5%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 26.9%. ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად განსაზღვრული იყო 2 172 990.6 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა შეადგინა 2 171 035.1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 99.9%; ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 858 533.8 ათასი ლარი, რაც გეგმის (867 320.2 ათასი ლარი) 99%–ია“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2022 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 14 001 523.6 ათასი ლარი.

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up