2022 წლის 9 თვეში კომპანია „თელასმა“ 2,241 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,2% (170 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით (22,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 719,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 71,5 ათასი – იურიდიური პირი.
2022 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 566 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (282 კმ-ით) აღემატება 2021 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 284 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.