9 უნიკალური ბუნკერი მსოფლიოში, რომელიც იყიდება

9 უნიკალური ბუნკერი მსოფლიოში, რომელიც იყიდება

access_time2022-04-17 21:00:06

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებები დაიწყო, მსოფლიოში აქტუალური გახდა ე.წ. ბუნკერების საკითხი. დასავლური მედია ცნობილი ადამიანების საკუთრებაში არსებულ ძალიან კომფორტული ბუნკერების ფოტოებსაც კი აქვეყნებს. ამჯერად წარმოგიდგენთ მცირე მასშტაბის თავშესაფრებს, რომლებიც იყიდება და აშშ-ის ან ევროპის რიგით მოქალაქეს ყიდვაც შეუძლია.

Vivos Indiana, ინდიანა, აშშ: 35,000 დოლარი

ამერიკის დასავლეთის ველურ ბუნებაში მიწის ქვეშ მდებარე იზოლირებული ბუნკერი, Vivos Indiana არის ულტრა უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც 80-მდე ადამიანს იტევს.

ცივი ომის პერიოდში გადაკეთებული ბუნკერული კომპლექსი 20 მეგატონიანი ბირთვული აფეთქებას უძლებს.

ერთი საწოლი ბუნკერში 35,000 დოლარი ღირს. იქ ყველაფერი დაგხვდებათ, პლუშის ხალიჩები, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები და დასაკეცი სავარძლებიც კი. ობიექტს შეუძლია მცხოვრებლების განთავსება ერთი წლის განმავლობაში, ზედაპირზე ასვლის გარეშე.

თავშესაფარს აქვს უზარმაზარი სამზარეულო, კინოთეატრი, ღია გეგმის მქონე დარბაზი, მყუდრო საძინებლები და სველი წერტილები.

თავშესაფარი ფლორიდაში: 199,000 დოლარი

გაშლილ, ვრცელ და უსაფრთხო სოფლის თავშესაფარს ქალაქ ლიში, ფლორიდაში, აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება აპოკალიფსის დროს დაგჭირდეთ. ის ბაზარზე მხოლოდ 199,000 დოლარად იყიდება.

ტყეებით შემოსაზღვრული სახლი აშენდა 2007 წელს და შედგება ოთხი საძინებლის, ორი სველი წერტილისა და ღია გეგმის მქონე საცხოვრებელი ფართისგან.

მიწისქვეშა სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ მცხოვრებლები დაცულები იყვნენ მოულოდნელი ქარიშხლის დროს - რაც ხშირად ხდება ფლორიდის ამ ნაწილში. შიგნით იპოვით მარტივ და კომპაქტურ თავშესაფარს.

ბეტონის ბუნკერი მისურში, აშშ: 314,900 დოლარი

ბეტონის ბუნკერი შეგიძლიათ ნახოთ Mountain Grove-ის გარეუბანში, იგი გარშემორტყმულია ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთით. ბეტონის კედლების მიღმა იპოვით ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეთ კომფორტული ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ბუნკერის მშენებლობა დასრულდა 2014 წელს და გვთავაზობს 1250 კვ ფუტის ფართს. აქ არის სამზარეულო, ორი სველი წერტილი, სამი საძინებელი, მრავალი კარადა და დიდი საკუჭნაო თქვენი ყველა საჭირო ნივთით.

საკუთრება სრულად არის დახურული სათვალთვალო დაცვით, ვენტილაციისა და ცირკულაციის სისტემებით. ის Amax Real Estate-ზე 314,900 დოლარად იყიდება.


Prepper's Paradise, ინდიანა: 940,000 დოლარი

თუ თქვენ გაქვთ 940,000 დოლარი, შეგიძლიათ ინდიანაში ეს ქონება შეიძინოთ. ქონება მოიცავს თითქმის 45 ჰექტარს.

შენობებს შორის იპოვით ახლადგარემონტებულ 2000 კვ ფუტის ფართობის რანჩოს სტილში არსებულ სახლს, ტყის კაბინას და დიდ ლითონის საწყობს.

1987 წლით დათარიღებული ქონება უზრუნველყოფს საკმარის შიდა სივრცეს და საძინებლებს თქვენთვის და თქვენი მთელი გარემოცვისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქონების მთავარი გაყიდვის წერტილი არის მისი წარმოუდგენელი ბუნკერი.

მიწისქვეშა ბუნკერში შესვლა შესაძლებელია ხეებს შორის დამალული ბეტონის კარიბჭით. შიგნით თქვენ იპოვით 14 ოთახს და სასროლო მოედანს.

ბუნკერი კალიფორნიაში: 955,000 დოლარი

თუ თქვენ ეძებთ საოცნებო სახლს საკუთარი კერძო ბუნკერით, მაშინ ეს ნამდვილად ის არის. ქონება ქალაქ ტეჰაჩაპის გარეუბანში, ნახევარ ჰექტარზე მეტ მიწაზე მდებარეობს.

სახლი აშენდა 1998 წელს. მფლობელებმა გადაწყვიტეს თავად აეშენებინათ მიწისქვეშა ბუნკერი ნებისმიერი მოსალოდნელი პანდემიისა თუ გლობალური კატასტროფისთვის. მთავარი სახლი გთავაზობთ ექვს საძინებელს, ოთხ სველ წერტილს.

თანამედროვე თავშესაფარი, სადაც სახლიდან ჩადიხართ, მოიცავს 3,500 კვადრატულ ფუტს, აშენდა ფოლადის გამაგრების გისოსებით და აღჭურვილია ჰაერის ფილტრაციის სისტემით, უსაფრთხო გენერატორით, ენერგეტიკული სისტემით.

Indian Creek Farm, ჯორჯიას შტატი: 999,899 დოლარი

ჯორჯიას შტატში მდებარე ინდური კრიკის ფერმა დიდ საიდუმლოს ინახავდა. რანჩოს სტილის სახლი, რომელიც 1984 წლით თარიღდება, მოიცავს თანამედროვე ბუნკერს.

“პანიკის“ ოთახს გააჩნია დიდი სათავსო, უამრავი ადგილი დასაჯდომად და დასაძინებლად და საკმარისი მარაგი თვეების განმავლობაში. ბუნკერს აქვს მინიატურული გოლფის მოედანი, მიწისქვეშა საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტი და სამი მანქანის ავტოფარეხი.

სამხედრო ბანაკი, მაიორკა, ესპანეთი: 3,8 მილიონი ევრო

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, როგორიცაა მაიორკა, უნდა მომზადებულიყვნენ გერმანიის საწინააღმდეგოდ. 1935 წელს აშენებული მიტოვებული სამხედრო ბანაკი მდებარეობს ლუკმაიორის სანაპიროზე - კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთ მუნიციპალიტეტში. ის ახლა 3,8 მილიონ ევროდ იყიდება. ნაკვეთი განთავსებულია უზარმაზარ 20,4 ჰექტარ მიწაზე და ამჟამად გადახურულია ბუჩქებით.

ბუნკერი ნევადაში: 5.9 მილიონი დოლარი

ერთი შეხედვით, ეს ქონება საკმარისად ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ლას-ვეგასის გარეუბანში მდებარე ამ სახლში საოცარი ბუნკერის ნახვა არის შესაძლებელი. სამალავში განთავსებულია უზარმაზარი კეთილმოწყობილი ბაღი, საცურაო აუზი და გოლფის მოედანიც კი.

14,620 კვ ფუტის სახლი 70-იან წლებში, ცივი ომის დაძაბულობის ფონზე Avon Cosmetics-ის აღმასრულებელისთვის, ჟირარ ჰენდერსონისთვის შეიქმნა და მოყვება ყველა ფუფუნების საგანი.

ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის ქვეშ აშენებული ბუნკერი ლიფტისა და შიდა კიბეების მეშვეობითაა და ჩამონათვალი მოიცავს როგორც მიწისქვეშა სტრუქტურას, ხუთ საძინებელს და ექვს აბაზანას. სახლს ასევე გააჩნია სრულად აღჭურვილი რეტრო ბარი, რომელიც აღჭურვილია ნეონის ნიშნებით და შუა საუკუნის თანამედროვე სკამებით.

ბუნკერი მიჩიგანში: 6.5 მილიონი დოლარი

მრავალდონიანი ქონება მოიცავს თითქმის 14,000 კვადრატულ ფუტს და გადაჰყურებს ცხრა ჰექტარი ტბის წყლებს. 2018 წელს დასრულებული სახლი გთავაზობთ მდიდრულ საცხოვრებელ ოთახებს, ხუთ საძინებელს, ექვს სველ წერტილს, სპორტდარბაზს, კინოთეატრს, იოგას ოთახს და სპას. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი... ადგილას ნახავთ დიდ ბოსტანს და სათბურს.

ბუნკერი ასევე გამოირჩევა უნიკალური, ხმაგაუმტარი სივრცით.

წყარო: loveproperty.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up