ქვე-მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა აითვისონ ისე, რომ არ იყოს გამჭვირვალე - ვატო ასათაშვილი  მთავრობის მიერ დაანონსებულ „ვარსკვლავთცვენაზე“

ქვე-მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა აითვისონ ისე, რომ არ იყოს გამჭვირვალე - ვატო ასათაშვილი  მთავრობის მიერ დაანონსებულ „ვარსკვლავთცვენაზე“

access_time2022-11-28 18:45:08

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას და მიიღებს თუ არა რეალურ სარგებელს ქვეყანა. 


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით ადგილი აქვს უპასუხისმგებლო მიდგომას და ფულის ხარჯვა ხდება ისე, რომ არაა დაანგარიშებული მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი. 


ვატო ასათაშვილის აზრით, უნდა მოხდეს დათვლა, თუ რა უკუგება აქვს ამა თუ იმ დანახარჯს და კონკრეტულ ღონისძიებას, რა კონკრეტული შედეგები მოაქვს რეგიონულ დონეზე, ან საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის.


„პრობლემა ტრადიციულად ისევ და ისევ არის ის, რომ არ ვიცით, 70 მლნ ლარს რომ დავხარჯავთ, რეალური მოგება რამდენი იქნება. ამას არავინ არ ითვლის. არც არავინ არასოდეს არ ითვლიდა და არც არავინ არ დაითვლის. ანალოგიურად თანხები იხარჯებოდა ტურიზმიდან, სარეზერვო ფონდებიდან, მაგრამ იყო ერთგვარი ხედვა, რომ თანხის დახარჯვა კონცერტებში კარგია, თუმცა რაციონალური კონკრეტული გაანგარიშება, თითო კონცერტს რამხელა უკუგება აქვს და რა ეკონომიკური სარგებელი აქვს, არ ყოფილა. სავარაუდოდ არც ახლა არ იქნება, რაც ძალიან ცუდია. საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო მიდგომასთან, რომ როგორმე ფული დავხარჯოთ.




მეორე, პრობლემა არის ისევ და ისევ „ბლექ სი არენა“, საერთოდ ვინ დახარჯავს ამ თანხებს და როგორ განკარგავენ. ეს ადრეც ასე იყო და აქ ახალი არაფერია.  სულ ამ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ. თანხებს განკარგავდნენ, როგორ წესი მთავრობასთან დაახლოებული, ან აფილირებული ჯგუფები, გაუმჭვირვალედ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე“-, მიიჩნევს ვატო ასათაშვილი.


„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ პროცესების მსგავსი განვითარება ავტომატურად გამორიცხავს კონკურენციას.


„რეალურად რამდენი იხარჯებოდა კონკრეტული ღონისძიების ორგანიზებაზე და რამდენი იხარჯებოდა ამ აფილირებული ჯგუფების კმაყოფაზე, ეს ცალკე პრობლემაა. ახლაც ანალოგიური სიტუაცია იქნება. რაც შეეხება ამ „ბლექ სი არენას“, რაც უკვე ყბადაღებული თემაა, ვხედავთ რომ ეს არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, არ მოქმედებს თუ გაჩერებულია, მაინც ჩვენი სარჩენია. არაფერში ფულს ვიხდით. იმის ნაცვლად, რომ იყოს კომერციული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი თავის რჩენის გარდა, მოგებას უნდა წერდეს, აბსოლუტურად საპირისპირო ხდება.  აქაც ასოცირებული პირები იღებენ ხელფასებს და ხარჯის გარდა, არაფერი დიდი სარგებელი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში, ასე იქნება, თუ ისე იქნება, საქმე არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს და დავარქვათ ამას ერთგვარი პოლიტიკური კამპანია, რომელიც არც თუ ისე გამჭვირვალეა და ალბათ რაღაც დონეზე, მინიმალური ეკონომიკური შედეგი ექნება“, - ამბობს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი.


ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მოტივი დღეს არის ის, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ათვისება.


„ამის მიღმა ქვე-მოტივები რაც არის, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა აითვისოს ისე, რომ არ იყოს გამჭვირვალე და ეს თანხები გადანაწილდეს ისე, რომ მთავრობიდანაც ფინანსური სარგებელი მიიღონ, ამის ეჭვი არსებობს. მეორე პრობლემაა ის, რომ თანხების გადანაწილება ერთ პირთან მოლაპარაკებით არასწორია. საქართველოში არიან საკმაო რაოდენობის პრომოუტერები და კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და რომელთაც აქვთ ძალიან კარგი კავშირები.


საქართველოში ჩამოყალიბდა კონცერტების და სხვადასხვა ღონისძიებების მართვის კულტურა და ეს უნდა ხდებოდეს საჯარო კონკურენციის პირობებში. უნდა მოხდეს ანალოგიური პროექტების გატენდერება და კონკურენციის პირობებში, დაბალი ფასის და მაღალი ხარისხის შეთავაზებით, სხვადასხვა გუნდებს უნდა შეეძლოთ ამის ორგანიზება. როდესაც გვაქვს ერთი დომინანტი „ბლექ სი არენა“ და ის განკარგავს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს არის მახინჯი პრაქტიკა“, - აცხადებს ვატო ასათაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up