A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი

access_time2023-02-02 15:30:06

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი.

 


როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.

 


„2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც თითოეული ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი: ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, პირადი პროფილის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა. დეტალური ინსტრუქციისთვის შედგენილია სპეციალური ვიდეოგზამკვლევი, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე განთავსდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

 


მისი თქმით, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.


 


ვიცე-მერის განმარტებით, ტაქსის მძღოლი, რომელიც ეწევა მომსახურებას, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრი ფერის ავტომობილს და გააქტიურებს. იმ პირისთვის კი, რომელიც ფლობს ნებართვას, მაგრამ არ იყენებს, არც ყიდის და არც იჯარით გასცემს, ნებართვა ფასიანი იქნება და დღეში სამ ლარს შეადგენს.

 


„გარდა ამისა, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გადასცემს ფიზიკურ პირს A კატეგორიის ნებართვას, საჭიროა, ამ ნებართვის აქტივიზაცია. თუ ვინმეს არ გაქვთ სურვილი, რომ ეს ნებართვა გამოიყენოთ ან გაყიდოთ, შეგიძლიათ, არაფერი გააკეთოთ. შესაბამის დროს ეს ნებართვა გაუქმდება, მაგრამ თუ გვინდა A კატეგორიის ნებართვის მიღება, პირველი აპრილიდან საჭიროა ნებართვის აქტივაცია. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იმავე ვებგვერდზე ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მომსახურების ცენტრში. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია ერთი წლით - 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ აქტივაციის ვადის განმავლობაში, არ მოხდება ნებართვის გააქტიურება, ის ავტომატურად გაუქმდება. A კატეგორიის ნებართვის საფასური, რომელიც დღეს გვაქვს დადგენილი წლიურად, უცვლელი რჩება -  დაანგარიშდება დღიურ ბაზისზე და წლიურ ჭრილში არ შეიცვლება.

 


ფიზიკური პირები, რომლებიც დღემდე ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასდროს აუღიათ ნებართვა, ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებენ მაშინ, თუ 20 მარტამდე, ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას აიღებენ.  აქტივაცია შესაძლებელია ორი მეთოდით: პირი, რომელიც ტაქსით მომსახურებას ეწევა, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრ ავტომობილს და ნებართვა გააქტიურდება, მაგრამ პირი, რომელიც დღეს არ არის ან აღარ არის ტაქსის მძღოლი, თუმცა, აქვს ნებართვა და მას უბრალოდ ინახავს, ეს იქნება ფასიანი - დღეში 3 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 


ამასთან, ვიცე-მერის თქმით, დღემდე არსებული A კატეგორიის ნებართვები ვადას ინარჩუნებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი რჩება უცვლელი.

 


გარდა ამისა, რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up