ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები აქვთ. რას გულისხმობს ტერმინი ქალთა უფლებები? ეს გულისხმობს ნებისმიერი ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებს და თავისუფლებებს. დამოუკიდებლად ქალთა უფლებების ასე გამოყოფა განპირობებული იყო ქალთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებით, ასევე გენდერულ ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. ქალთა უფლებები მოიცავს როგორ რეპროდუქციულ ისე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებას. უფლებას დასაქმებაზე, უფლებას განათლებაზე, უფლებას ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ასევე უფლებას სამშვიდობო პროცესებში ჩართვაზე. ყველაზე დიდი და პრობლემურ საკითხი, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას, ეს არის გენდერული თანასწორობა“- განაცხადა მამაცაშვილმა. მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები.
„ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით საქართველოში სამწუხარო ვითარებაა. მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები აქვთ. რას გულისხმობს ტერმინი ქალთა უფლებები? ეს გულისხმობს ნებისმიერი ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებს და თავისუფლებებს. დამოუკიდებლად ქალთა უფლებების ასე გამოყოფა განპირობებული იყო ქალთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებით, ასევე გენდერულ ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. ქალთა უფლებები მოიცავს როგორ რეპროდუქციულ ისე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებას. უფლებას დასაქმებაზე, უფლებას განათლებაზე, უფლებას ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ასევე უფლებას სამშვიდობო პროცესებში ჩართვაზე. ყველაზე დიდი და პრობლემურ საკითხი, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას, ეს არის გენდერული თანასწორობა.
ძალიან კარგად ვიცით და არაერთმა სტატისტიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ძლიერი ქალი ეს არის ოჯახის და თემის გაძლიერების წინაპირობა. ასევე მომავალი თაობების პერსპექტივის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი კვლევა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძლიერი ქალი რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სიღარიბის აღმოფხვრისათვის, ეკონომიკური გაძლიერებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ქალის როლი გაიზარდოს ოჯახში და საზოგადოებაში. დაფასებული იყოს ქალის შრომა და ქალის როლი საზოგადოებაში. თვითონ გენდერული თანასწორობა ეს არის ყველა ადამიანის უფლება. ქალი უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად, ყოველგვარი შიშის გარეშე. მაგრამ გოგონათა და ქალთა მიმართ სტატისტიკური კვლევებიც აჩვენებს, რომ გოგონათა/ქალთა მიმართ დისკრიმინაცია გამოიხატება გენდერული ნიშნით. ასევე ეკონომიკური დისკრიმინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ შეფასებები და კვლევები. ასევე რეპროდუქციული უთანასწორობა ჯანდაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა. რაც ეხება იძულებით ქორწინებას იძულებით აბორტებს“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.
ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, პატრიარქალურ საზოგადოებაში გოგონათა/ქალთა მდგომარეობა ჯერჯერობით უთანასწორო მდგომარეობაშია, რაც გამოიხატება მასზეც, რომ უფრო მეტადაა გენდერული ნიშნით ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან.
„სწორედ ამას უკავშირდება ნაადრევი ან იძულებითი ქორწინება და იძულებითი აბორტები. იძულებითი აბორტები ეს არ არის გაცნობიერებული სურვილი თავად ქალბატონის, გოგონასი. არამედ ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება. შესაბამისად ძალია ხშირია სამედიცინო კუთხით ჩარევები სწორედ ამ თვალსაზრისით ისე, რომ თუ ეს ასე არ ხდება საბოლოო ჯამში ხდება ოჯახიდან გარიყვა, ეს პრობლემაა და ეს საზოგადოებას უდგას. საკანონმდებლო დონეზე ხდება რეგულირება გახსნილია არაერთი დახმარების ცენტრი ქალთა უფლებების თვალსაზრისით, სადაც შეუძლია უფასო მომსახურება მიიღოს და განაცხადოს გოგონამ/ქალბატონმა იძულებითი ქორწინების ან იძულებითი სამედიცინო ჩარევების შესახებ. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს საქართველოში არის ის, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობა არსებობს. ვგულისხმობ პატარ-პატარა დაბებს, სოფლებს სადაც ეს ინფორმირებულობა ნაკლებია. არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ამ კუთხით და რათა თავის უფლებებზე გაცნობიერებული იყოს ქალბატონი, რათა შემდგომ იბრძოლოს თავის უფლებებზე“ - აღნიშნა მოსამართლემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილი კი აცხადებს, რომ დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამოყენება მაშინ როდესაც საქმე გაქვს ოჯახში ძალადობასთან ან გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის დროს.
„ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმებს რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ ქალმა შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმის სახით შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, რაღა დაცული იყოს მისი უფლებები მყისიერად. შემაკავებელი ორდერი ეს არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც ოპერატიული რეაგირების საფუძველზე გამოიცემა, ხოლო დამცავი ორდერი ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალს ან გოგონას და იცავს მათ უფლებებს.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს ქალთა მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როდესაც ქალი განიცდის ფსიქოლოგიურ, ფსიქიკურ, სექსუალურ ძალადობას. იძულებას, იძულებულია რაღაც განახორციელოს მოძალადის სასარგებლოდ ან მოძალადისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ხატია არდაზიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის პრობლემა არის განათლების ნაკლებობა. მისი თქმით, ბევრ ქალს ამა თუ ის სოფელსა თუ დაბაში საშუალება არ აქვთ მიიღონ განათლება.
„მეორე პრობლემა არის ის, რომ არ მიიჩნევენ ქალებს დამოუკიდებელ პიროვნებად. შესაბამისად მას არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. საბოლოო ჯამში თუ მოხდა ოჯახის წინააღმდეგ წასვლა ამას მოსდევს ძალადობა არამხოლოდ ოჯახიდან, ნათესავების მხრიდან, თემიდან. საბოლოო ჯამში თუ გაბედა ქალმა, ხდება მისი თემიდან გარიყვა. საბოლოო ჯამში მე მაინც ვფიქრობ, როკ ეს არის სოციალური ყოფიდან გამომდინარე“, - აცხადებს ქეთევან მამაცაშვილი.
როგორც ვთქვი შემაკავებელი ორდერი პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტია. როდესაც ძალადობის ფაქტზე მიდის პოლიციელი მყისიერი რეაქცია ხორციელდება. ივსება შესაბამისი კითხვარი, რომელიც შს მინისტრის მიერაა დამტკიცებული. რისკის შეფასების შესაბამისად პოლიციელი ადგილზევე იღებს გადაწყვეტილებას გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი: რამდენად ქონდა ძალადობას ადგილი და რამდენად არსებობს რისკი რომ ძალადობა განმეორდეს და საჭირო იყოს მსხვერპლის დაცვა. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. მოძალადეს აქვს უფლება გაასაჩივროს ეს შემაკავებელი ორდერი სასამართლოში. ყველა მსხვერპლი უნდა იყოს ცალსახად დაცული, მაგრამ პირს, კაცს არ უნდა მიენიჭოს მოძალადის სტატუსი თუ ის ამას არ იმსახურებს. ამიტომ სასამართლოში დავის უფლება ნებისმიერ პირს აქვს“, - განმარტავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილი.
წამყვანის კითხვაზე რამდენად ხშირად იყენებს სასამართლო მსხვერპლისა და მოძალადის განრიდებას და რა ხდება მაშინ, თუ მსხვერპლს არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ თუ მსხვერპლი და მოძალადე ცხოვრობენ ერთად, ითვლება რომ მსხვერპლს აქვს საცხოვრებელი ადგილი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საცხოვრებელი ადგილი მოძალადის საკუთრებაა თუ მსხვერპლის, თუ სასამართლომ განარიდა მსხვერპლი და მოძალადე ერთმანეთს ეს ნიშნავს, რომ მოძალადე უნდა წავიდეს იმ სახლიდან მიუხედავად იმისა, სახლი მის საკუთრებაში არის თუ არა. შესაბამისად მსხვერპლს რჩება საცხოვრებელი ადგილი.
თუმცა ორდერის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ კიდე არსებობს ძალადობის საფრთხე, მსხვერპლს შეუძლია კვლავ მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და სასამართლო აფასებს რისკებს, არის თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ ძალადობა კვლავ განმეორდეს და უნდა გამოიცეს თუ არა დამცავი ორდერი.