ააიპ-ების გაზრდილი დაფინანსება და ხელფასებში გადასახდელი ნახევარი ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტების 2022 წელი

ააიპ-ების გაზრდილი დაფინანსება და ხელფასებში გადასახდელი ნახევარი ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტების 2022 წელი

access_time2021-12-21 10:00:39

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება. 70 მლნ ლარით იზრდება საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების 50 მლნ-იანი ზრდით. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70-მდე მუნიციპალური ორგანიზაციის სუბსიდირებაზე, 2021 წელთან შედარებით, უფრო მეტი თანხაა გათვალისწინებული.



წლების განმავლობაში არაერთი კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებდა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ძირითადად საჯარო მოხელეების პირად კომფორტზე და ა(ა)პი-ების დაფინანსებაზეა მორგებული, ხოლო ფინანსურ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივების საჭიროებები. ამ კუთხით გამონაკლისია თუ არა მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტები, ამის გასარკვევად „კომერსანტმა“ 4 მათგანის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი განიხილა.



ბათუმის მუნიციპალიტეტი



ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 26 ნოემბერს, ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკვე ნოემბრის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა, რადგან 2020 წელს საკრებულომ ბიუჯეტი 21 დეკემბერს დაამტკიცა, 2019 წელს – 25 დეკემბერს, 2018 წელს – 27 დეკემბერს და ა.შ.



ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 254 047 400 ლარია, რაც 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტზე (204 800 200 ლარი) 49 მილიონზე მეტი ლარით არის გაზრდილი. ა(ა)იპ-ების გადასახდელები 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა, ძირითადად, შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს. მუნიციპალურ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა მომავალ წელს 2 387 ადამიანს შეადგენს. მათი შრომის ანაზღაურებისთვის 22 566 800 ლარია გათვალისწინებული. 2021 წლის საბოლოო გეგმის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა 2 392 ადამიანს შეადგენს, რაც, მომავალი წლის გეგმასთან შედარებით, 5-ით მეტია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს მერია ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოცულობას 2 562 020 ლარით ზრდის.



იზრდება მუნიციპალური ორგანიზაციების საქონლისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობაც. 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმით, აღნიშნული მაჩვენებელი 18 388 000 ლარს შეადგენს, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმით, 18 741 100 ლარია. შტატგარეშე, ანუ შრომითი ხელშეკრულებით ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურება მუხლში „საქონელი და მომსახურება“ აღირიცხება და არა შრომის ანაზრაურების გრაფაში, მათი რაოდენობა კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დათვალა.



„2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2020 წელს ბათუმის ა(ა)იპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 530 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვისაც, ყოველთვიურად, ჯამში 322 ათას ლარამდე იხარჯებოდა, რაც წელიწადში, დაახლოებით, 3 864 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში.



გარდა შრომის ანაზრაურებების ზრდისა, მნიშვნელოანია რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ ცამეტი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფინანსდება. აქედან ხუთს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ გააჩნია.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტი




ბათუმის მსგავსად ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაემტკიცებინა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი.


ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსურის დოკუმენტი 46 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს: ინფრასტრუქტურის განვითარება – 9,875 ათასი ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა – 6,990 ათასი ლარი; განათლება – 7,700 ათასი ლარი; კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 4,915 ათასი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 4,330 ათასი ლარი; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 12,690;


2021 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, მიმდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი 6 მილიონ 100 ათასი ლარით იზრდება.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, წინა წლებში ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე წელიწადში, დაახლოებით, 13 687 000 ლარს ხარჯავს. თუ დავაჯამებთ ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, 2018 წლის მდგომარეობით წელიწადში მათი ჯამური მოცულობა 19 მილიონი ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს აღწევს (45%).



თელავის მუნიციპალიტეტი



თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს 27 695 500 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის გაზრდილი. შრომის ანაზრაურებაზე 4207.80 ათასი ლარია განსაზღვრული, მაშინ როდესაც 2021 წლის გეგმის მიხედვით 2927.00 ათასი ლარი იყო.



რაც შეეხება ა(ა)იპ-ების დაფინანსებას, მათზე ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარია განსაზღვრული, ყველაზე გამორჩეული ამ კუთხით, შემდეგი ა(ა)იპი-ებია: 1. ა(ა)იპ თელავის სატრანსპორტო სამსახური 600 ათასი ლარი; 2. ა(ა)იპ - თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 6082,10 ათასი ლარი; 3. სპორტული დაწესებულებების ააიპ-ების (ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება, ა(ა)იპ თელავის საფეხბურთო სკოლა „თელავი“, ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება და სხვა); 4.კულტურის სფეროს განვითარება ააიპების დაფინასებისთვის განისაზრვრა 2195,0 ათასი ლარი; 5. ა(ა)იპ - თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი 140 ათასი ლარი.



აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თანხების დიდი ნაწილი კი დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.



გორის მუნიციპალიტეტი



გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების მუშაობის ხარვეზებს ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს. როგორც ჩანს, გორის მერია ხშირად ერთი და იმავე ფუნქციების მქონე ა(ა)იპებს და მასზე დაქვემდებარებულ სამსახურებს ცალ-ცალკე აფინანსებს, რაც ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს. მაგალითად, 2021 წელს, ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 19 568 700 ლარი დაიხარჯა, საიდანაც შრომის ანაზღაურებას 11 555 774 ლარი მოხმარდა.



რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტს, ის 53 653 000 ლარითაა განსაზღვრული. ახალი ბიუჯეტის პროექტით, თანხების 42% მუნიციპალური ორგანიზაციების შენახვას მოხმარდება, ისე როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ა(ა)იპ-ების დაფინანსების დიდი ნაწილი კი ყოველწლიურად მათ 3000-მდე თანამშრომლის ანაზღაურებაზე იხარჯება.



მუნიციპალიტეტების მერების ხელფასები



საჯარო სექტორში დასაქმებულთა ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, არც ისეთი თვალშისაცემია მუნიციპალიტეტების მერების ხელფასები.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიხედვით, ქალაქ მუნიციპალიტეტების მერების თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი 6.0-ს შეადგენს, ამ მხრივ გამონაკლისი თბილისის მერია, რომლის ხელფასის ზედა ზღვარი 8.5-ია. საბაზო სარგოს (1,000 ლარი) გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობა მერებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი წარდგინებით და საკრებულოს თანხმობით, ხელფასი განისაზღვრონ მაქსიმუმ 6 000 ლარით. თუმცა მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2080 ლარიდან - 3600 ლარამდე) მერყეობს. შესაბამისად, არცერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული კანონმდებლობით დაშვებული შესაძლებლობა მათი ანაზღაურების 6 ათასი ლარით განსაზღვრის შესახებ.



გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მერების ყოველთვიურ ხელფასებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე. მაგალითად, ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება 4500 ლარი განსაზღვრულია ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის მერებისთვის, თბილისის მერის ანაზღაურება კი 3180 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ანაზღაურება (2600 ლარი) კი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს აქვს.



თვითმართველობის არჩევნებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მერების დაბალ ანაზღაურებას, მისი განმარტებით, მერების ხელფასები შეადგენს 1,800-2,000 ლარს, რაც სრულად შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან, ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ მათი ხელფასების პრაქტიკულად გაორმაგება.



IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up