აბრამიშვილი ჰუდაკს: მსხვილი ჰესების გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება

აბრამიშვილი ჰუდაკს: მსხვილი ჰესების გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება

access_time2021-10-23 00:00:13

"მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ბატონი ჰუდაკის მიმართ, ვერ ვხვდები, ეს განცდა საიდან შეიძლება ჰქონდეს”, – ასე პასუხობს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი პრემიერის მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს, რომელსაც ფიქრობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულდა.

გიორგი აბრამიშვილის თქმით, საქართველოს მსხვილი ჰესების გარეშე ელექტროენერგია ძალიან ძვირი დაუჯდებდა და გაიზრდება იმპორტზე, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება.

“ჩვენი ქვეყნის განვითარება არის ზუსტად ჰიდროპოტენციალი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოტენციალი თუ არ გამოვიყენეთ, თუ ეს არ განვავითარეთ და გავზრადეთ იმპორტზე დამოკიდებულება, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება, მაშინ ხელი უნდა ჩავიქნიოთ ამ ქვეყანაზე. თუ ძალიან საეჭვო ინტერესთა ჯგუფების აზრზე უნდა იაროს ქვეყანამ და ჩვენმა ენერგოპოლიტიკამ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა ჩავაბაროთ ჩვენს მეზობელ რუსეთს.

[…] ჩვენი სისტემა ვერ იარსებებს მსხვილი ჰესების გარეშე, ძალიან გაუჭირდება და ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენ ქვეყანას, ელექტროენერგიის ყველაზე იაფი შენახვის საშუალება არის წყალი, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ელექტროენერგია და გამოვიმუშავოთ მაშინ, როდესაც მოხმარებას დასჭირდება.” – თქვა აბრამიშვილმა.


აბრამიშვილს მიაჩნია, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება სამომავლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ტექნოლოგიებს აქვს რიგი პრობლემები – სჭირდება სისტემაში რეზერვუარიანი სადგურები, ძვირადღირებული ტექნოლოგიაა და მისი წარმოება გარემოსთვის უფრო მავნეა, ვიდრე რომელიმე ჰიდროელექტროსადგური.

“მე ვერ ვხვდები, სხვა რა გამოსავალი აქვს ამ ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ სხვა ყველა განახლებადი ენერგიის რესურსი, ეს იქნება ქარი თუ მზე, თუმცა არაერთხელ მისაუბრია რა პრობლემები აქვს ამ ქარისა და მზის ათვისებას.

ერთი მხრივ, ცვალებადი ენერგიაა და მას აუცილებლად სჭირდება სისტემაში რეზერვუარიანი სადგურები და ბატონი ჰუდაკი ალტერნატივად განიხილავდა ბატარეების ჰაბად ჩამოყალიბებას. ეს ისეთი ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, რომ აშშ და ელონ მასკი საუბრობს ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჯერ მანაც კი ვერ შექმნა, კაცი მარსზე მიფრინავს დღე-დღეზე. შესაბამისად, ვერ ვხვდები რატომ უნდა გავაკეთოთ მსოფლიოში ყველზე ძვირადღირებული ტექნოლოგია, საიდან გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა.


მეორე მხრივ, მისი წარმოება გარემოსთვის ბევრად უფრო მავნეა რომელიმე ჰიდროელექტროსადგურზე კი არა თბოსადგურზეც კი.

მესამე, რა ენერგია უნდა შევინახოთ. ერთი მხრივ, ვხედავთ როგორ იზრდება მოხმარება, ჩვენი გენერაცია, დაახლოებით, 8-9 მილიარდია, რასაც საკუთარი ქვია და არა თბოსადგურები, რომელიც მეზობლების წიაღისეულზე დამოკიდებულებას გვიზრდის”, – ამბობს აბრამიშვილი.


Bpn.ge




თეგები:
ჰესები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up