დასავლეთის სანქციებში მოხვედრილი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თურქული საფეხბურთო კლუბის „გიოზტეპეს“ ყიდვაზე ფიქრობს. ამის შესახებ CNN Turk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი მოლაპარაკებებს კლუბის მფლობელ მეხმეთ საპილთან მართავს.
ასევე აღინიშნება, რომ აბრამოვიჩისა და სეპილის პირადი შეხვედრა ახლო მომავალში უნდა შედგეს.
რომან აბრამოვიჩმა ლონდონის „ჩელსის“ მმართველობა მეურვეთა საბჭოს გადააბარა, ხოლო 2 მარტს განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავს.