რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის იახტამ My Solaris-ი ღუზა თურქეთში მარმარისის ტურისტული ზონის სანაპიროსთან ჩაუშვა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ბერმუდის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის პროვინცია მუღლაში, მარმარისის საკრუიზო პორტში ჩამოდგა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ტურისტების მხრიდან.
139 მ სიგრძისა და 26 მ სიგანის სუპერიახტას აქვს რვა გემბანი, ვერტმფრენის მოედანი და საცურაო აუზი, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს საცეკვაო მოედანად. Solaris-ს აქვს 18 კაბინა, რომლებშიც შესაძლებელია 36 სტუმრის განთავსება. ბერმუდის დროშის ქვეშ მცურავი Solaris-ი გერმანულმა გემთმშენებელმა Lloyd Werft-მა ააგო და წყალში 2021 წელს მოხვდა. აბრამოვიჩს იახტა $600 მილიონი დაუჯდა.
იახტა მარმარისის სანაპიროზე ორი დღის განმავლობაში დარჩება.
რუსი მილიარდერების ქონება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მათ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ სანქციები დაუწესა.