აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“.
ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური მოცულობა სავარაუდოდ 30-40 ათასი ტონა იქნება.
გარდა ამისა, კომპანიის სურვილია „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით თურქეთი მოამარაგოს დიდი მოცულობის ქვანახშირით.
შეგახსენებთ, კომპანია Evraz -ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული და სამთომოპოვებითი კომპანია. კომპანიის აქტივები თავმოყრილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, აშშ, კანადა, ჩეხეთი, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თურქეთი და ყაზახეთი. ის ფოლადის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
კომპანიის აქციების ნაწილს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ფლობს.
gbc.ge