აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინელებს მოხმარდება

აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინელებს მოხმარდება

access_time2023-02-01 18:00:38

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“  გაყიდვიდან მიღებულ 2,8 მილიარდ დოლარს უკრაინის ფონდს გადასცემს - ამის შესახებ  ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. გამოცემის ცნობით ეს იქნება ისტორიაში ომის მსხვერპლთათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო შემოწირულება, რომელიც ფონდში  რამდენიმე  კვირაში  გადაირიცხება,  თუმცა  ეს  საკითხი  ჯერ  ევროკავშირმა უნდა  დაამტკიცოს, რადგან აბრამოვიჩი როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე, ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.

 


ფონდი ახლადშექმნილია და გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო კომისიის ლიცენზიას ელოდება, ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაციის UNICEF -ის ბრიტანული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს.  პირობა დიდი  ბრიტანეთის  მთავრობისა და აბრამოვიჩს  შორის  2022 წლის მაისის ხელმოწერილ  შეთანხმებაშია  გათვალისწინებული.

 


გასული წლის  მაისში  მაიკ პენროუზი The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ფონდის  ამოცანებს შორის უკრაინელი ხალხისთვის  ჰუმანიტარული  დახმარება,  მათ  შორის  სამედიცინო  აღჭურვილობის მიწოდებაა, მისი  თქმით  ფონდი  დაეხმარება  ფრონტის  ხაზზე მყოფ ადამიანებს, საკვებით,  განათლებით და სამედიცინო  სერვისებით

 



აბრამოვიჩის პრესსამსახური განმარტავს, რომ კლუბის გაყიდვის შემდეგ ფული „აბრამოვიჩის ანგარიშზე არ გადარიცხულა და მას შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლების განკარგულებაშია. მილიარდერს ამ ფულზე წვდომა არა აქვს და მის განკარგვაში არ მონაწილეობს.“

 

2003 წელს აბრამოვიჩმა ჩელსი 187 მილიონ  დოლარად იყიდა,  ხოლო 2022  წლის  მაისში  გაყიდა. კლუბის მფლობელი ინვესტორთა  ჯგუფი  გახდა, რომელსაც  ამერიკელი მილიარდერი ტაოდ ბოელი ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up