რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ინგლისური საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ გაყიდვის გარიგება ოფიციალურად დახურა. გარიგების ფასმა 4,25 მლრდ გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამის შესახებ RBC-Ukraine დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
აქციების გადანაწილების 26 მაისის ანგარიშგების თანახმად, ამიერიდან „ჩელსი“ ამერიკული კონსორციუმის ხელში გადავიდა, რომელსაც ტოდ ბოლი ხელმძღვანელობს.
უმდიდრესმა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მლნ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და ამ ხნის განმავლობაში კლუბში 1,5 მლრდ გირვანქა სტერლინგი დააბანდა.