აბრამოვიჩმა ომის დაწყების წინ 4 მილიარდი დოლარი გაარიდა სანქციებს - Guardian

აბრამოვიჩმა ომის დაწყების წინ 4 მილიარდი დოლარი გაარიდა სანქციებს - Guardian

access_time2023-01-06 23:30:37

ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე ოფშორში გადაიტანა თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი, რაც მისი შვილების სახელზეა გაფორმებული. ამის შესახებ ლაპარაკია ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებში.


ჟურნალისტების მტკიცებით, 2022 წლის თებერვლის დამდეგს აბრამოვიჩმა სასწრაფოდ ჩაატარა 10 ოფშორული კომპანიის რეორგანიზაცია და საკუთარი შვილების სახელზე გადაიყვანა ისინი. კომპანიების საერთო ნომინალური ღირებულებაა ოთხი მილიარდი დოლარი, თუმცა მათი რეალური ღირებულება შეიძლება მეტიც იყოს.


ჟურნალისტები ეყრდნობიან გაჟონილ მონაცემებს კვიპროსული კომპანიიდან, რომელიც აბრამოვიჩის ოფშორულ აქტივებს ემსახურება. ამ მონაცემების თანახმად, მან 4 თებერვალს დაიწყო ოფშორების რეორგანიზაცია. იანვრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ. 24 თებერვლისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისას, აბრამოვიჩი უკვე გამორიცხული იყო ორი ოფშორული კომპანიის ბენეფიციართა რიცხვიდან, დანარჩენი რვა კომპანიის ბენეფიციარები კი მისი შვილები გახდნენ.


კვიპროსსა და ჯერსიში აბრამოვიჩის ოფშორული ტრასტების აქტივებში შედის მსხვილი კომპანიების აქციები, ასევე უძრავი ქონება და იახტები. ოლიგარქის შვილებს ახლა ეკუთვნით აქტივების 50%-დან 100%-მდე. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის კანონებით ნებადართულია სანქციების სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირები კომპანიის 50%-ზე მეტს ფლობენ.


რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.



აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.





www.radiotavisupleba.ge











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up