კუნძულ ჯერსის სამეფო სასამართლომ ოფიციალურად გამოიტანა დადგენილება რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული $7 მლრდ–ის აქტივების გაყინვის შესახებ. პოლიცია მილიარდერის საკუთრებაში ჩხრეკას ატარებს, წერს RBC-Ukraine.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რომან აბრამოვიჩი ერთ–ერთია იმ რუს ოლიგარქებს შორის, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო სანქციები დაუწესეს. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები სანქცირებულ პირთა უძრავ ქონებას, იახტებსა და სხვა აქტივებს აქტიურად ყინავს.