„აჭარა ჯგუფის“ კომპანია D Block  5 ახალ პროექტს განახორციელებს

„აჭარა ჯგუფის“ კომპანია D Block 5 ახალ პროექტს განახორციელებს

access_time2022-09-22 20:30:27

„აჭარა ჯგუფის მართვის ქვეშ შექმნილი ახალი კომპანია D Block კომპანიის ბიზნესის ახალ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა სასტუმრო სტამბაში, გუშინ კომპანიის წარდგენის ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი კომპანია სამუშაო და საფესტივალო სივრცეების, ასევე ინოვაციების ცენტრების პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა.


„წლების განმავლობაში ჩვენი ძირითადი საქმიანობა სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების განვითარება ადგილობრივი ბრენდებით იყო. ამასთან ამ პერიოდის განმავლობაში ასევე რამდენიმე ინვესტიცია ისტორიული შენობის აღდგენაში გავაკეთეთ და ძირითადად ჩვენ შენობების გარდაქმნაზე ვმუშაობთ, მათ შორის არის რადიოქალაქი, ყოფილი თბოელექტროსადგური, ყოფილი სახანძრო რუსთავში, სადრენაჟო ქარხანა ქუთაისში - ყველა ამ შენობის ბიზნესმოდელი საერთო სამუშაო სივრცეების, ინოვაციის ცენტრებისა და საფესტივალო სივრცეების შექმნაა. ასე რომ დღეს წარვადგინეთ კომაპნია D Block-ი, რომელიც ყველა ამ სივრცის განვითარებასა და მართვაზე იმუშავებს“, - განაცხადა ოთარ ბერიშვილმა.


D Block-ის სამოქმედო არეალზე, თავის მხრივ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ანი დაბრუნდაშვილმა ისაუბრა და ის ვადები დაასახელა, როცა ამ პროექტების დასრულება იგეგმება.



ეს კომპანია შექმნის სამუშაო სივრცეებს თბილისსა და შემდგომში რეგიონების მასშტაბით - რუსთავსა და ქუთაისში. ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც თბილისში 2023 წელს გაიხსნება სასტუმრო „სტამბაში“ არსებული შენობაა, ასევე რადიოქალაქი 2023 წლის ბოლო კვარტალში; კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც D Block-ი თბილისში გახსნის არის ყოფილი თბოელექტროსადგური, ასევე რუსთავში სახანძრო შენობა და ქუთაისში ყოფილი სადრენაჟო ქარხანა. ეს ის პროექტებია, რომელიც მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში განვითარდება. ჯამში 85 000 კვ.მ ფართობზეა საუბარი“, - აღნიშნა დაბრუნდაშვილმა.


წყარო: bm.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up