„აჭარა ჯგუფი ჰოლდინგის“ კომპანიამ სოფელ უდაბნოში ნუშის გადამმუშავებელი საწარმო აამოქმედა

„აჭარა ჯგუფი ჰოლდინგის“ კომპანიამ სოფელ უდაბნოში ნუშის გადამმუშავებელი საწარმო აამოქმედა

access_time2022-11-17 16:00:00

„აჭარა ჯგუფი ჰოლდინგის“ მართვის ქვეშ არსებულმა კომპანია „უდაბნო ჯგუფმა“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ნუშის გადამმუშავებელი საწარმო აამოქმედა.


„უდაბნო ჯგუფში“ შემავალი კომპანია „უდაბნო შელინგის“ დირექტორი გოდერძი მეტრეველი BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პროექტი, რომელიც წარმოებას, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობას მოიცავს, ერთი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ამ ეტაპზე კი სრული დატვირთვით მუშაობს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 15 000 დოლარია.


1 250 კვ.მ. ფართობზე განთავსებული მეურნეობას საათში 14-15 ტონა ნუშის პირველადი გადამუშავების რესურსი აქვს, ხოლო სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობაში ჯამში 4 500 ტონამდე საქონლის შენახვაა შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის პროექტმა 50 სამუშაო ადგილი შექმნა. თანამედროვე დანადგარების ამუშავებისთვის კი დასაქმებულთა გადამზადება ესპანელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ მოხდა.


„ქარხნის სიმძლავრე გათვლილია როგორც ფერმერებიდან ნუშის ჩაბარებაზე, ასევე უდაბნოში გაშენებული ნუშის ბაღებიდან მიღებულ მოსავალზე. ფერმერებს ნუშის გადამუშავებასთან დაკავშირებულ სრული სპექტრის მომსახურებას ვთავაზობთ. ეს პროექტი 80%-ით სოციალურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში ნუშის გადამამუშავებელი საწარმო შევქმენით, რომელიც ფერმერებს ამ სერვისს სთავაზობს“, - ამბობს გოდერძი მეტრეველი.



დღეისთვის, ნუშის საწარმო ფერმერებიდან საქონლის მიღებას არ მოიცავს, რადგან „უდაბნო შელინგის“ დირექტორის თქმით, ქვეყანაში ნუშის ბაზარი არასტაბილურია, ჩაბარების შემთხვევაში კი კომპანია მაღალი ხარისხის ნუშის ჩაბარებას ითხოვს.


აღსანიშნია, რომ პირველადი წარმოების ამოქმედების შემდეგ „უდაბნო ჯგუფი“ ნუშის სხვადასხვა დასახელების პროდუქტის წარმოების პროექტს ავითარებს.


„ნუშის რძე, ზეთი, ფქვილი, დაფასოებული ნუშის წარმოება - მეორად გადამუშავება ნუშისგან ამ პროდუქტების მიღებას მოიცავს. დღეისთვის ამ პროექტზე მუშაობა დასრულებულია და წარმოების ეს ნაწილი გამართვის ეტაპზეა. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ჩვენ ნუშის პროდუქტების წარმოების დაწყებას შევძლებთ. შედეგად, ჩვენი საწარმო ნებისმიერი სახის კერძო დაკვეთის მომსახურების შესაძლებლობას მოგვცემს, ეს იქნება საცალო ქსელის, რესტორნებისა თუ სასტუმროების მომარაგება მათთვის მოთხოვნადი პროდუქციით“, - უთხრა BM.GE-ს „უდაბნო შელინგის“ დირექტორმა გოდერძი მეტრეველმა.


ცნობისთვის: „აჭარა ჯგუფმა“ კახეთში, საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო და ამისთვის 55 მლნ ლარის ინვესტიცია გაიღო. პროექტის ფარგლებში, კომპანია აგრომეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განვითარებას მოიცავს, სადაც ვენახის, ნუშის და კენკრის ბაღები გაშენდა.


bm.ge




თეგები:
ნუში



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up