აჭარა მარკეტინგული კამპანიისთვის 2023 წელს 6 769 000 ლარს დახარჯავს

აჭარა მარკეტინგული კამპანიისთვის 2023 წელს 6 769 000 ლარს დახარჯავს

access_time2023-01-25 12:00:33

აჭარა ტურისტული მარკეტინგული კამპანიისთვის 2023 წელს 6 769 000 ლარს დახარჯავს. ბათუმი მიმდინარე წელს „ტურიზმის ოსკარად“ წოდებულ World Travel Awards Gala Ceremony-ს გალა ცერემონიალს უმასპინძლებს, რისთვისაც 1 500 000 ლარია გამოყოფილი. ამ პერიოდში ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, რაც გაშუქდება საერთაშორისო მედია პლატფორმის მეშვეობით მილიონობით მაყურებლისთვის. World Travel Awards Gala Ceremony წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომ 2023 წელს, რომელიც ტურიზმის ოფიციალური აღდგენის წლად არის დასახელებული, ბათუმმა შეძლოს საერთაშორისო მასშტაბით, ეფექტურად პოზიციონირება როგორც სტაბილურმა და უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ, და კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.


ასევე, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს 190-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს უკეთ გაიცნონ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები.


2023 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების წარმოებისთვის ბიუჯეტიდან 3 819 000 ლარის დახარჯვა შეუძლია. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 400 000 ლარს დახარჯავს, ხოლო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისებასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 400 000 ლარს.



სარეკლამო ვიდეო რგოლის დამზადების მომსახურებისთვის ბიუჯეტით 200 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო საპრომოციო, სარეკლამო მასალის, სუვენირების, ღვინის და სხვა თემატური მასალის დამზადება/შეძენასთან დაკავშირებით 100 000 ლარი.


2023 წელს სხვადასხვა ღონისძიებები, მასტერკლასები და ექსპედიციები 200 000 ლარით დაფინანსდება. ტურისტული ტიპის ბროშურებისთვის (მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების) კი 150 000 ლარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up