თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ნედლეულის მოწოდების კუთხით გარკვეულ შეფერხებებს ელოდებიან „აჭარა ტექსტილში. როგორც „კომერსანტს“ სამკერვალო ფაბრიკაში განუცხადეს, „აჭარა ტექსტილი“ პროდუქციის მიწოდებას სტამბოლში ახდენს და ამ დროისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გზაშია და ავტომობილებით გადაადგილდება.
რაც შეეხება წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის იმპორტს, რაზეც საწარმოს ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, „აჭარა ტექსტილში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ მხრივ პრობლემები შეექმნათ, რადგანაც მისი მოწოდება თურქეთის რეგიონებიდან ხდება. „აჭარა ტექსტილში“ ამბობენ, რომ ჯერჯერობით მომწოდებელი საწარმოებიდან საბოლოო ინფორმაციებს ელოდებიან.