„აჭარაბეთი“ VS „კრისტალბეთი“ - რა შემოსავლები აქვთ კონკურენტებს საქართველოში

„აჭარაბეთი“ VS „კრისტალბეთი“ - რა შემოსავლები აქვთ კონკურენტებს საქართველოში

access_time2023-03-09 15:30:57

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში 6 აზარტული თამაშებისაა. ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორისაა „აჭარაბეთი“ და „კრისტალბეთი“, რომლებიც მათ სექტორში მოგებით ლიდერები არიან.


ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, „აჭარაბეთს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც. 2021 წელს კომპანიამ 381,255 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 267,974 მლნ ლარი). წმინდა მოგება კი 2021 წელს 147,134 მლნ ლარი იყო, ეს 62,283 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 84,851 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად „აჭარაბეთის” წმინდა მოგების მარჟა 39% იყო. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 83,159 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 66,472 მილიონი ლარი).


ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის 267,974-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება: წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 309,369 მილიონი ლარი (2020 წელს 238,444 მილიონი ლარი); შემოსავალი სამორინედან - არ ჰქონია (2020 წელს კი 1,053 მილიონი ლარი); შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 32,478 მილიონი ლარი (2020 წელს კი 1,853 ლარი); წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 24,273 მილიონი ლარი, (2020 წელს - 16,432 მილიონი ლარი); სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 13,629 მილიონი ლარი (2020 წელს კი 10,679 მილიონი ლარი).



„კრისტალბეთს” 2021 წელს ₾453.5 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2020 წელთან შედარებით ₾90 მილიონით მეტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს დადებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას. ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾177 მილიონი იყო, 2021 წელს ის ₾196 მილიონამდე გაიზარდა, რითიც „კრისტალბეთი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.


2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 350.7 მილიონი ლარი; შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80.3 მილიონი ლარი; შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 9.4 მილიონი ლარი; სხვა შემოსავალი - 13.1 მილიონი ლარი.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up