2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 53 792 069 ლარი დაიხარჯა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 17 მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30,55 კმ სიგრძის საავტომობილო გზას.
7 საავტომობილო გზაზე (19,25კმ) ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებებით 190 ხელოვნური ნაგებობა მოეწყო.
აშენდა და რეაბილიტირდა 13 ხიდი.
დასრულდა 167 საყრდენი კედელის მშენებლობა და მოეწყო 10 დამცავი ნაგებობა. 2023 წლის ბიუჯეტი 59 549 259 ლარს შეადგენს.
2023 წელს დაგეგმილია: 19 მიმართულებით 49,09 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 70 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, 209 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა: 32 ხიდის, 142 საყრდენი კედლის მშენებლობა, ასევე 35 წყალანირებისა და დამცავი ნაგებობების მოწყობა.