აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 4 ინფიცირებულს აქვს მოგზაურობის ისტორია, ერთი კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაავადდა, ცნობილია მისი ყველა კონტაქტი.
აჭარაში კორონავორუსზე ყოველდღურად 300-ზე მეტ პირს იკვლევენ, მედიკოსების განცხადებით რეგიონში მდგომარეობა კონტროლირებადია. ისინი მოსახლეობაა მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.
საქართველოში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.