აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 37 მოქალაქეს 1000 - 1000 ლარი გამოეყო.
100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 7 კაცი, 30 კი ქალია. მათ შორის ყველაზე უხუცესები - 109 წლის ფატყუმე დიასამიძე ხულოს, ხოლო ნაქიფე დავითაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ.
▪ 2023 წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 13 ადამიანს შეუსრულდება, ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ.
▪ გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 53 000 ლარს შეადგენდა.