აჭარა ტურიზმის განსავითარებისთვის 53%-ით მეტს დახარჯავს

აჭარა ტურიზმის განსავითარებისთვის 53%-ით მეტს დახარჯავს

access_time2022-09-15 17:50:41

2023 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და  სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. 2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის +28%-ით მეტი, 6, 375 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც.

 

    • სატელევიზიო რეკლამა
    • ინტერნეტ რეკლამა
    • ონლაინ-მარკეტინგი
    • გარე რეკლამა
    • რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით
    • სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება
    • საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა

 

სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.

 


შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს, მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება და ჯამში, 3,000,000 ლარი დაიხარჯება. 

 

  • ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია
  • მთიანი აჭარის პოპულარიზაცია - ინფოტურები
  • სეზონური ფესტივალები

 

რაც შეეხება, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692 000 ლარი დაიხარჯება, რაც  ბიუჯეტის 134%-იან ზრდას ითვალისწინებს.

 

 

  • ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება - ტრენინგები
  • მომსახურების ხარისხის დადგენა
  • საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების გამოვლენა „მაგნოლია“

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up