აჭარაში წელს, წინასწარი მონაცემებით, 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

აჭარაში წელს, წინასწარი მონაცემებით, 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

access_time2022-07-20 10:00:29

აჭარაში წელს, წინასწარი მონაცემებით, 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა აცხადებს, წელს ციტრუსის საკმაოდ კარგი მოსავალი იქნება, თუმცა დაზუსტებული პროგნოზი მაინც აგვისტოს ბოლოსკენ დაიდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ციტრუსის ჩამბარებელი ცენტრები და თავად საწარმოები უკვე ფაქტობრივად მზად არიან.


„ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაახლოებით აგვისტოში დგება. მაგრამ თუ გადავხედავთ ბოლო წლების მონაცემებს, შეიძლება ასეთი პროგნოზი დავდოთ: ციტრუსის 22/23 წლის სეზონისთვის ჩვენ ველოდებით 45-60 ათას ტონა ციტრუსის წარმოებას. რაც შეეხება ექსპორტს, გასული პრაქტიკის გათვალისწინებით, 35-დან 40 ათას ტონამდე რეალიზდება სხვადასხვა ქვეყნებში. ძირითადი აქცენტი საექსპორტო ქვეყნებიდან მაინც კეთდება სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიეტუვა ლატვია. ეს ის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია სადაც ჩვენი ციტრუსი გადის. მოგეხსენებათ უკრაინა გასული წლების სტატისტიკაში არის, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ამ ბაზარზე ექსპორტი ვერ მოხერხდება. გარკვეული აქცენტი კეთდება რუსეთის ბაზარზეც“, - აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.


აფხაზავა ამბობ, რომ სამინისტრომ თადარიგი დაიჭირა და უკვე აწარმოა შეხვედრები წარმოების ჯაჭვში ჩართულ სუბიექტებთან.



„განვახორციელეთ მონიტორინგი და უკვე გვაქვს მონაცემები მათი მზადყოფნის შესახებ. სამინისტროში გვქონდა ასევე შეხვედრა მწარმოებლებთან, ექსპორტიორებთან, რათა წინასწარ გვქონოდა მონაცემები რა ვითარებაა ბაზარზე. სტაბილურად მათაც კარგი პროგნოზები აქვთ, ლოჯისტიკური მიმართულება მთლიანად არის დალაგებული და პარალელურად იგეგმება არასამრეწველო მანდარინის გადამუშავება. წლებია ვიცით, რომ ეს მიმართულება სუბსიდირება და არასტანდარტულ მანდარინის შემთხვევაში 1 კგ-ზე არის სუბსიდია 20 თეთრი. ციტრუსის მისაღებად უკვე მზად არიან საწარმოებიც“, - აცხადებს აფხაზავა.


აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე აჭარიდან 38,268 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მანდარინის ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, ესტონეთში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთში და სხვა.


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ციტრუსის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე გასულ წელს გატანილი პროდუქციის მოცულობა ასეთია:

სომხეთი - 26133ტ
უკრაინა - 3851ტ
მოლდოვა - 600ტ
სლოვენია - 300ტ
შუა აზია - 400ტ
ბალტიისპირეთი - 200ტ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up