აჭარის დაცულ ტერიტორიებსა და ჯავახეთის ეროვნულ პარკში პროექტი „სათემო რეინჯერი“ მიმდინარეობს

აჭარის დაცულ ტერიტორიებსა და ჯავახეთის ეროვნულ პარკში პროექტი „სათემო რეინჯერი“ მიმდინარეობს

access_time2022-11-07 16:31:39

აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებსა და ჯავახეთის ეროვნულ პარკში პროექტი „სათემო რეინჯერი“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


„პროექტის ფარგლებში, კინტრიშის, მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკების „სათემო რეინჯერებს” გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაუტარდათ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე. ღონისძიების მონაწილეებმა, ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ხანჩალის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, მოინახულეს ბუღდაშენისა და კარწახის ტბები და სოფელი გორელოვკა. კარწახის ტბაზე საინფორმაციო ტური მოეწყო გავრცელებული ფრინველებისა და მათი მონიტორინგის მეთოდების შესახებ.


შეხვედრის ფარგლებში, „სათემო რეინჯერები” სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის სტუდენტებს შეხვდნენ და პროექტისა და განხორციებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს.


„სათემო რეინჯერებთან” ერთად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)დირექტორი ტობიას მიუნხმაიერი და პროექტის მენეჯერი თამარ პატარიძე, რომლებმაც დასუფთავების აქციაშიც მიიღეს მინაწილეობა.



აღსანიშნავია, რომ პროექტის „სათემო რეინჯერი“ ფარგლებში, 18 მონაწილე - სათემო რეინჯერი შეირჩა. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკაზე. პრაქტიკული ნაწილი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავს.


პროექტი „სათემო რეინჯერი“ ხორციელდება გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ბორჯომი” მიერ, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან „ნაკრესი” და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF – Caucasus Nature Fund) ფინანსური მხარდაჭერით, UNDP/GEF პროექტის ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა” ფარგლებში.


პროექტი „სათემო რეინჯერი“ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, პროექტი ერუშეთის ეროვნული პარკის მოსახლეობისთვისაც ხორციელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up