ხულოს მერიის ინფორმაციით, ორდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1.5 მეტრს, ხოლო მაღალ ზონაში 2 მეტრს აჭარბებს. გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის.
ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძიმდე მონაკვეთზე.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ხოლო, საქართველოს გზების დეპარტამენტის 8 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა გზებზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს გადადგილების შესაძლებლობა.
საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.