აჭარის მთავრობა: აჭარაში 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის 4 ბათუმში შენდება

აჭარის მთავრობა: აჭარაში 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის 4 ბათუმში შენდება

access_time2021-09-27 17:50:00

ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


დაიწყო 4 ახალი სკოლის მშენებლობა და უკვე დასრულდა 3 თანამედროვე სტანდარტის სკოლის მშენებლობა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად სკოლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.


„ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სკოლის მშენებლობა. ახალი სკოლების მშენებლობა ხორციელდება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. აჭარაში დავიწყეთ ჯამში 10 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო 40 სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია.


მიუხედავად პანდემიისა, ძალიან მალე უნდა შევძლოთ აღვადგინოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ენთუზიაზმითა და მონდომებით ეს დაკარგული დრო იქნება სრულად ანაზღაურებული და ჩვენ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.



დაწყებულია ბათუმის N15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი სამ სართულიანი სასწავლო შენობის მშენებლობა. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტის ღირებულება 2 784 107 ლარია.


ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის ქ. №61) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით აშენდება 700 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. ასევე N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება. 3 სართულიანი შენობა, 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.


ბათუმში უკვე დასრულდა №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის, განათლების ქალაქში სკოლის მშენებლობა საცხოვრებელ კამპუსთან ერთად და ასევე №23 საჯარო სკოლის მშენებლობა.


აჭარაში მიმდინარეობს 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 40 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია.





თეგები:
აჭარა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up