აჭარის მთავრობა ინვესტორებს, რომლებმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს მორიგ შეთავაზებას უკეთებს

აჭარის მთავრობა ინვესტორებს, რომლებმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს მორიგ შეთავაზებას უკეთებს

access_time2022-08-02 16:00:52

აჭარის მთავრობა ინვესტორებს, რომლებმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს მორიგ შეთავაზებას უკეთებს. რეგიონის მთავრობამ ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ინვესტორებს, რომლებსაც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება გაუჭირდათ, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე, ვალდებულებების გადავადება და ჯარიმებისგან განთავისუფლება შესთავაზა.



თუმცა როგორც „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, არსებული რეგულაციით ინვესტორს შესაბამისი განაცხადის გაკეთება 2022 წლის 1-ელ ივლისამდე შეეძლო ანუ თუ ინვესტორი რეგიონის მთავრობას გადავადებისთვის მიმართავდა და შესაბამის საბანკო გარანტიასაც წარადგენდა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, ზოგიერთმა კომპანიამ ვერ შეძლო საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება და ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა თავად გადაეწია განაცხადების მიღების ვადები მიმდინარე წლის ბოლომდე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანდემიის დასაწყისიდან ამ ტიპის შეღავათებით 130-მდე კომპანიამ უკვე ისარგებლა. 



როგორც აჭარის ავტონომიური მთავრობის №5 დადგენილებიდან ირკვევა, ინვესტორები, რომლებიც 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და იმავდროულად უზრუნველყოფენ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი ვადა.  




უფრო კონკრეტულად, ინვესტორებს, ვისაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოეშვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, დამატებით 30  თვე  მიეცემათ. (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოქმნის დღიდან);



ინვესტორებს, ვისთანაც 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 18 თვის ვადა;



ინვესტორებს, ვისთანაც 2021 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 12  თვის ვადა;



ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up