აჭარის მთავრობა რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე მუშაობს

აჭარის მთავრობა რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე მუშაობს

access_time2023-02-01 20:00:00

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და ა/ო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებულ შეხვედრა-დისკუსიას დაესწრო თემაზე: ზრუნვა ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და არსებული სერვისები აჭარის რეგიონში.



შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - “სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)”, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების უსაფრთხოებისა და აღდგენისუნარიანობის ხელშეწყობას ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.



სპეციალისტებმა ასევე ისაუბრეს ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომების შესახებ.




“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამების პარალელურად ცდილობს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის სერვისები, რომლებიც რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია. სამინისტრო აფინანსებს ბავშვთა ფსიქოსომატურ აბილიტაცია/რეაბილიტაციას, უზრუნველყოფს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს საცხოვრისით. მიმდინარე წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული მომსახურება. სამინისტრო მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა ახალ ინიციატივას, რომელიც მორგებული იქნება ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე,” - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.



დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე.



“სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)” პროექტის ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პირველ ეტაპზე აჭარასა და იმერეთში, სამიზნე ჯგუფებში ჩაატარებს კვლევას, გამოავლენს მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელზეც შემდგომში განახორციელებს ადვოკატირებას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up