აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის  გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

access_time2021-07-07 14:50:00

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


„შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევის კულტურის სახლს.


შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. ასევე დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის. ჯვარიმინდორზე დაიწყო თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა.


დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა.


ფაქტობრივად ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.



გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება დაბა შუახევის და შუახევის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. შუახევის სისტემური განვითარება ხელს შეუწყობს სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენას.


გზების რეაბილიტაციისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში 10 883 580 ლარი დაიხარჯება.


წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება.


მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სკოლას. მუნიციპალიტეტს შეემატება სამი ახალი ბაღი.


ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შუახევის აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.


მიმდინარეობს, 500 მაყურებელზე გათვლილი, დაბა შუახევის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭვანის, ხიჭაურის და ტაკიძეების სპორტული მოედნები.


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით განხორციელდება 14 ახალი პროგრამა, რისთვისაც დამატებით ბიუჯეტიდან 1 291 170 ლარი გამოიყოფა. დაიწყება სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია.


გაგრძელდება სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების, სასმელი წყლის რეაბილიტაცია; იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა; ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა. გაორმაგდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ბიუჯეტი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up