აჭარის საგანგებო ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა. იგეგმება სოფლის მეურნეობის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, 2000 ჰექტარი მიწის ფართობის დახვნა, ასევე მაღალმთიან აჭარაში სანერგე-საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კი შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა.
„აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია შექმნილ გარემოებაში, ვინაიდან ჩვენთვის როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. შესაბამისად გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, ეს არის შეღავათიანი აგრო კრედიტი და ერთ წლიანი კულტივირება ხელშეწყობა თანადაფინანსება. ჩვენ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხს და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას როგორც ხვნა - თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ქონდეთ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მთავრობაში ამბობენ, რომ აჭარის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ივნისში განიხილება.
imedinews.ge