,,აჩინებული“ წელს 700 ტონამდე ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს

,,აჩინებული“ წელს 700 ტონამდე ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს

access_time2021-08-10 15:00:16

ქართული წვენის -  „ალალის“  მწარმოებელი კომპანია შპს ,,აჩინებული“ მზადაა, წელს 700 ტონამდე ხილი და ყურძენი ჩაიბაროს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე იყიდება მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა რუსულ ბაზარზე, მისი არასტაბილურობის გამო, უარი თქვა. როგორც „აჩინებულის“ დამფუძნებელი  გოჩა ღვინეფაძე „კომერსანტთან“ ამბობს, მის პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა, მნიშვნელოვანია სტაბილური და უწყვეტი მომარაგება.


მეწარმის თქმით, მაღალი ხარისხის დიდი რაოდენობის ნედლეული ქართული ექსპორტისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.


როგორც გოჩა ღვინეფაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ხილის შესყიდვის პროცესი. უკვე ჩაბარებული აქვთ ალუბალი, მაყვალი და მუშაობენ ატმის მოსავალზე, რის შემდეგაც დაგეგმილია ყურძნის, ბროწეულის და შემდეგ უკვე ვაშლის შესყიდვა.


,,პროდუქცია 6 ქვეყანაში გაგვაქვს. საერთო ჯამში, წელს შეიძლება 600-700 ტონა ხილი ჩავიბაროთ.  საექსპორტო ქვეყნებია  ამერიკა, კანადა, ერაყი, ქუვეითი, ყაზახეთი და  უკრაინა.  მალე დავიწყებთ ექსპორტს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დუბაის ბაზრებზე. რუსეთი ჯერჯერობით არასტაბილურია, ამიტომ ამ მიმართულებით გადაზიდვებისგან თავს ვიკავებთ. მოგეხსენებათ, რომ იმპორტთან დაკავშირებით რუსეთი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, რაც დიდ დაბრკოლებას და დისკომფორტს გვიქმნის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე გავაქტიურდეთ“, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.



მისი თქმით, პანდემიას გარკვეული ნეგატიური პროცესები ახლავს, თუმცა ექსპორტზე დაბრკოლება არ არის და ქართული წვენები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია.


„პანდემიიდან გამომდინარე, პრობლემა ყველგანაა. მოთხოვნა დიდია, ამიტომ ახალი პროექტები მოითხოვს მეტ კომუნიკაცაის, მისვლა-მოსვლას, მოლაპარაკებას, რასაც პანდემია ხელს უშლის.  საბოლო ჯამში, ბაზრებს ისე ვიმატებთ, რის მომარაგებაც შეგვიძლია,  სტიქიურად არაფერი ხდება. ვმუშაობთ,  რისი შესაძლებლობაც გვაქვს“, - დასძენს ღვინეფაძე.


შეგახსენებთ, რომ „ალალის“ წვენები საქართველოში სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელშია წარმოდგენილი. მათ შორის „გუდვილში“, „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ზღაპარში“, „ფრესკოში“ და სხვა.


„აჩინებული“ ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის წვენს აწარმოებს. მათ შორის -  ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვალისა და ციტრუსის. მალე გამოჩნდება ალუბლის „ალალიც“, ხოლო სამომავლოდ - ბროწეულის.


 „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up