ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს - სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მას შემდეგ რაც მთავრობამ წამახალისებელი ღონისძიებები დააწესა, იმნუზაციაზე 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი გაიზარდა.
„იცით, რომ ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს. სამწუხაროდ, დღესაც 4200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, 70 გარდაცვალება. ყველა მაჩვენებელი არ უარესდება, სტაბილურად ერთ დონეზეა, მაგრამ არც ძალიან უმჯობესდება. სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს. გამოცხადებულმა წამახალისებელმა ღონისძიებამ გარკვეული როლი ითამაშა. 8 ნოემბერს დაიწყო წახალისება და გაიზარდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი. ყოველდღიურ აცრებში თუ 27-28% იყო, ახლა გვაქვს 50% და მეტი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.