AD BLACK SEA 2022 კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო

AD BLACK SEA 2022 კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო

access_time2022-09-26 13:55:04

ბათუმში AD BLACK SEA 2022 კრეატივის 2-დღიანი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. ფესტივალის გრანპრი JWT მეტრო-ს გადაეცა, ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ „ვინდფორსმა“ საუკეთესო ადგილობრივი სააგენტოს წოდება მიიღო, ოქრო გადაეცა Holy Motors-საც.



წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სხვადასხვანომინაციაში გადაეცათ უკრაინის, ყაზახეთის, ბულგარეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს.





ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებულადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილიპროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის.



ორდღიანი პროგრამა სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით იყოდატვირთული.



ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანიამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნის დაგამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდეფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისკენ მიუთითებს და რიგით მეექვსეფესტივალზე, ორწლიანი პანდემიური პაუზის მიუხედავად, ღონისძიებას სტუმრების რეკორდულირაოდენობა ესწრებოდა.





აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, AD BLACK SEA არ იღებდარუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს.


განსაკუთრებული პირობით სარგებლობდნენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსშიმონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი.



ფესტივალზე საერთო ჯამში 7 ქვეყნიდან 500-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი. საკონკურსო 11 კატეგორია კი ასე გამოიყურებოდა: 



ADVERTISING CAMPAIGNS

BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING

DESIGN & BRANDING

DIGITAL & MOBILE

DIGITAL & MOBILE craft

FILM

FILM CRAFT

MEDIA

OUT OF HOME

PRINT & PUBLISHING

CREATIVE EFFECTIVENESS



რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორისიყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნასუზიარებდნენ დელეგატებს და განიხილავდნენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.



ფესტივალზე ონლაინ ჩაერთო სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი დადამსახურებული კრეატიული დირექტორიც Sir John Hegarty, რომლის წიგნიც წელს პირველადითარგმნა ქართულად, ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატიცით. 



AD BLACK SEA 2022 პროფესიული ზეიმი და ერთგვარი გადატვირთვაა დარგის წარმომადგენლებისთვის. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ორწლიან პაუზის შემდეგ დელეგატებს მომავალ წლამდესაკმარისი ემოციები და შთაგონება გადასცეს.




 (R)

 

 



თეგები:
AD BLACK SEA 2022



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up