2023 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით არის გაზრდილი. - ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის თვის მიმოხილვაში.
2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 26.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.