ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.
ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქე მიიღებს QR-კოდს, რომლის ჩამოტვირთვაც ელექტრონული მთავრობის ვებგვერდზე, პირადი კაბინეტიდან იქნება შესაძლებელი.
„ეს იქნება ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა აცრა და შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ვაქცინირებულებს აქვთ“, - განაცხადა ანა გოლავსკამ.
მთავრობის ინციციატივით, ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ, ჯანდაცვის მომსახურებით დამატებითი ტესტირების გარეშე ისარგებლონ, და მათ ასევე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ.
გარდა ამისა, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის კვიპროსმა და საბერძნეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „კოვიდპასპორტის“ მქონე მოგზაურები კარანტინის გავლისა და სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge