ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, კადრების დეფიციტზე საუბრისას აღნიშნა რომ კადრების შენარჩუნების გზა ღირსეული ანაზღაურებაა და აღნიშნული პრობლემა ბიზნესმა კადრების გადამზადებით უნდა მოაგვაროს. მისივე თქმით დასაქმებული კომპანიაში თავს ზედმეტად ღირსეულად უნდა გრძნობდეს.
„დეფიციტი შეძლება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა, უნდა მოვამზადოთ კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება: შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, შეიძლება მოამზადო აქ, ჩამოიყვანო ტრენერი. ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების, გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს - ღირსეული ანაზღაურება.
ჩვენთან მენტალური პრობლემაა, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხელშეწყობა ხელფასებით და გარემო პირობებით ნიჭიერი ადამიანებისთვის. ადამიანი როდესაც მუშაობს კომპანიაში, ზედმეტად ღირსეულად უნდა გრძნობდეს თავს ხელფასით, მომსახურებით, ყველა პირობით“,- აღნიშნა ბიზნესმენმა.