„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციებთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციებთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

access_time2021-02-04 09:00:00

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს.


„ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების თანახმად, არიან კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულები და 2021 წლის იანვრიდან წარმოეშვათ 200-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.



ამ მოქალაქეების განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით, გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები.



კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული - ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და კომპენსაციის ოდენობას.



მთავრობის ამ დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას); ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ აჭრის მოქალაქეებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას.




საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანი გახლდათ სწორედ პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანების შემთხვევაში არ მომხდარა. სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ადრესატამდე არ მისულა. აღნიშნული ფაქტი, ცხადია, იწვევს უსამართლობის განცდას, რომ მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კომპენსაცია არ აღმოჩნდა ხელშესახები დახმარება და იმ საბანკო ვალდებულებების დაფარვას ემსახურებოდა, რომლებიც პანდემიის მიზეზით დაზარალებულ მოქალაქეებს მძიმე სოციალური პრობლემების გამო აღებული სესხების თუ ოვერდრაფტის სახით გააჩნდათ.



ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო კვლავ პანდემიას ებრძვის, შედეგად კი გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის - კერძო სამართლის იურიდიული პირები სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმიერად უნდა უდგებოდნენ.



საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი;



კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს.“– ნათქვამია მიმართვაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up