ADB-ი გლობალური რისკების მატების ფონზე განვითარებადი აზიის ზრდის პროგნოზს ამცირებს

ADB-ი გლობალური რისკების მატების ფონზე განვითარებადი აზიის ზრდის პროგნოზს ამცირებს

access_time2022-09-21 21:00:54

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ისევ შეამცირა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მზარდი გამოწვევების ფონზე, რაც გულისხმობს ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გახანგრძლივებულ კრიზისს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების გამო გამოცხადებულ კარანტინებს.



მიმდინარე წელს მოსალოდნელია რეგიონის ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდა, ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევი 5.2%-იანი ზრდის საპირისპიროდ, ნათქვამრია დღეს გამოცემულ აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლებულ ვერსიაში. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 4.9%-მდე შემცირდა, ინფლაციის მოლოდინი კი რეგიონში გაიზარდა. ჩინეთის გამოკლებით, დანარჩენი განვითარებადი აზიის ზრდა 2022 და 2023 წლებში 5.3%-ით განისაზღვრა.


ეკონომიკის ზრდას ასტიმულირებს შიდა მოხმარება და ინვესტიციები, რადგან რეგიონის ეკონომიკები აგრძელებენ პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობითა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებით. მიუხედავად ამისა, გახანგრძლივებულმა საომარმა ოპერაციებმა უკრაინაში გაზარდა გლობალური არასტაბილურობა, შეაფერხა მომარაგება და შეარყია ენერგეტიკისა და საკვების ბაზრები. შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიული გამკაცრება ამცირებს გლობალურ მოთხოვნას და აშფოთებს ფინანსურ ბაზრებს. ამასობაში კოვიდ-19-ის პერიოდულმა გავრცელებამ და ახალმა კარანტინებმა ჩინეთის, რეგიონის უდიდესი ეკონომიკის ზრდა შეაფერხა.



„განვითარებადი აზია განაგრძობს გაჯანსაღებას, მაგრამ რისკები მაღალია. მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემცირება საფრთხეს შეუქმნის საექსპორტო მოთხოვნას რეგიონში. მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე მეტად გამკაცრება განვითარებულ ეკონომიკებში შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი გახდეს. ამასთან, ახალი კარანტინები და სუსტი უძრავი ქონების სექტორი ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას გამოწვევებს უქადის. განვითარებული აზიის მთავრობებმა ამ რისკების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საჭირო ნაბიჯები გადადგან ზრდის შეფერხების გარეშე ინფლაციის შესაკავებლად“, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. 




მსოფლიოს მთავარი განვითარებული ეკონომიკების ზრდა 2022 წელს 1.9%, ხოლო 2023 წელს 1.0% არის მოსალოდნელი, რაც წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე ნაკლებია. მაღალმა ინფლაციამ აშშ-სა და ევროზონას მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრებისკენ უბიძგა და შეამცირა მოთხოვნა ამ ეკონომიკებში, რაზეც განგრძობით გავლენას ახდეს მომარაგების ჯაჭვის შეფერხება და უკრაინაში რუსეთის საომარი ოპერაციებით გამოწვეული გაურკვევლობა.



ADB-მ განვითარებად აზიაში ინფლაციის პროგნოზი წელს 4.5%-ით გაზარდა, წლის დასაწყისში ნავარაუდევ 3.7%-თან შედარებით. მომავალი წლის პროგნოზი 4.0%-ია ნაცვლად 3.1%-სა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ინფლაცია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე დაბალია, მომარაგების შეფერხება საკვებისა და საწვავის ფასებს გამუდმებით ზრდის.



წელს ჩინეთის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევ 5.0%-დან 3.3%-მდე შემცირდა. ეს ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი წელია, როცა დანარჩენი განვითარებადი აზიის ეკონომიკა ჩინეთზე სწრაფად გაიზრდება. ინდოეთის ზრდის პროგნოზი 7.5%-დან 7.0%-მდე შემცირდა, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო.



ინდონეზიასა და ფილიპინებში ძლიერი შიდა მოთხოვნა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის პროგნოზის 5.1%-მდე გაუმჯობესებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოთხოვნის შესუსტებულმა მოლოდინებმა მომავალი წლისათვის ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2022 წლის პროგნოზი ასევე გაუმჯობესდა კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.9%-იანი ზრდის პერსპექტივით, ხოლო, წყნარი ოკეანის რეგიონისთვის ზრდა 4.7%-ითაა ნავარაუდევი, პანდემიის შემდეგ აღდგენილი ტურიზმის შედეგად.



აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლება თემატურ თავსაც მოიცავს, სახელწოდებით „მეწარმეობა ციფრულ ხანაში.“ თავი მიმოიხილავს ციფრული მეწარმეობის უნარს სათავეში ჩაუდგეს მეტ ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციას და რეგიონის მთავრობების შესაძლებლობებს შექმნან ციფრული მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო.



ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროუ სიახლის დამატებალად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

 


თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up