ADB-ის კვლევამ უნდა მოგვცეს სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ ყველა აეროპორტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში - ირაკლი ქარქაშაძე

ADB-ის კვლევამ უნდა მოგვცეს სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ ყველა აეროპორტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში - ირაკლი ქარქაშაძე

access_time2023-02-15 20:30:02

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია Steer Group- ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების განვითარების კვლევას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შეფასებული იქნება საქართველოში მოქმედი აეროპორტების კონკურენტუნარიანობა, ეფექტიანობა და შეთავაზებული იქნება მათი გაუმჯობესების გზები და შემდგომი განვითარების ალტერნატივები, როგორც სტრატეგიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. კვლევა 10 წლიან პერიოდს მოიცავს.



,,ეს დოკუმენტი არ იქნება კონკრეტულად რომელიმე აეროპორტის ან ობიექტის განვითარების სტრატეგია, ეს იქნება ზოგადად ქართული ავიაციის, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით ჩვენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში განვავითარებთ სააეროპორტო ინდუსტრიას. იმისთვის, რომ ავიაციის ინდუსტრია იყოს ეკონომიკურად საინტერესო, კომერციულად მომგებიანი და რა თქმა უნდა, ცალკე აღებული რომელიმე აეროპორტის ან რომელიმე ავიაკომპანიის განვითარებას ვერ მოგვცემს იმ შედეგს რაც იგულისხმება კომერციულად საინტერესო და მომგებიან ინდუსტრიაში. ამისათვის საჭიროა კორელაცია და თანხვედრა ყველა მიმართულების განვითარების,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ძალიან დიდი ნიშა არსებობს ბაზარზე, რომლის დაკავებაც საქართველოს შეუძლია. რასაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული თანამშრომლობა სჭირდება.
,,ეს დოკუმენტი ამ მიმართულებით ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შექმნას გარემო და სწორ დროს, სწორი ფორმით მიაწოდოს კერძო სექტორს საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები,რომლებიც სხვადასხვა დროს იხსნება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.




კვლევის ეტაპზე, შეფასდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტები, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა და მზაობა რომ მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, 10 წლიან პერიოდშია დაგეგმილი. შეფასება მოხდება, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. კვლევის ფარგლებში ბრიტანული კომპანია STEER GROUP ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, ადგილზე შეისწავლიან თბილისის, ქუთაისია და ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up