ADB-ის ოპერაციებმა 2022 წელს $20.5 მილიარდი შეადგინა

ADB-ის ოპერაციებმა 2022 წელს $20.5 მილიარდი შეადგინა

access_time2023-04-24 11:30:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საკუთარი რესურსებიდან 2022 წელს 20.5 მილიარდი აშშ დოლარი ($) გამოჰყო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად, რომელიც ახალი ეკონომიკური წინაღობებისა და კრიზისების ფონზე განაგრძობდა კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფით შედეგებთან გამკლავებას.


ბანკის ფინანსური და ოპერაციული შედეგები დღეს ADB-ის 2022 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა. ანგარიშში შეჯამებულია ბანკის მიერ ფინანსებისა და ცოდნის კომბინირებითა და თანამშრომლობის გაძლიერებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრით, გაუარესებული სურსათის კრიზისითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ეკონომიკური შოკების დაძლევაში დაეხმარა.


„2022 წელს ჩვენმა დახმარებამ განვითარებად წევრ ქვეყნებს კრიზისების პირდაპირი ზემოქმედების დაძლევაში შეუწყო ხელი და ხანგრძლივ ვადაში გააძლიერა მათი მედეგობა ისეთ კრიტიკულ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სურსათით უზრუნველყოფა,“   განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.


$20.5 მილიარდი მოიცავს სესხებს, გარანტიებს, გრანტებს, სააქციო კაპიტალში ინვესტირებასა და ტექნიკურ დახმარებებს, რომლებიც მთავრობებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაეწია. ADB-მ დამატებით $11.4 მილიარდი თანადაფინანსების სახით მოიზიდა.


2022 წელს ADB-მ $6.7 მილიარდი გამოჰყო კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის დაფინანსებისთვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ბანკის ამბიციისკენ, რომ  2019-2030 წლებში გამოჰყოს $100 მილიარდი კლიმატის კუმულაციური დაფინანსებისთვის.



რეგიონში გაუარესებულ სურსათის კრიზისთან გასამკლავებლად ADB-მ $14 მილიარდიანი სურსათის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში $3.7 მილიარდი გამოჰყო სურსათის წარმოების სისტემის გაძლიერებისა და პირველადი სასურსათო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.


ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშესაწყობად, ADB-მ დააფინანსა ინსტიტუციური რეფორმები, გააძლიერა საჯარო სერვისების მიწოდება და მთავარი ეკონომიკური სექტორების ზრდა. ADB-ის $3.9 მილიარდიანი, კერძო სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსება მოიცავდა რთულ ბიზნეს გარემოში აღმოჩენილი საწარმოებისთვის სასიცოცხლო ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დახმარებას.


ამავდროულად, ბანკმა ფართომასშტაბიანი ინვესტიციები განახორციელა ხარისხიან ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სექტორებში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მასშტაბით მედეგობის გაზრდას.


გენდერული თანასწორობის წახალისება ADB-ის მუშაობის წინა ხაზზე დარჩა და 2022 წელს ბანკის ოპერაციების 97% ამ დღის წესრიგის ხელშეწყობას დაეთმო. აღნიშნული ოპერაციები მოიცავდა ინიციატივებს ხარისხიან სამსახურებზე ქალების წვდომის გაუმჯობესების, ქალთა მეწარმეობის გაძლიერებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ქალების მედეგობის გაზრდის მიზნით.


2022 წლის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ ვითარდება ბანკი მისი განვითარებადი წევრი ქვეყნების კომპლექსური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს გულისხმობს მეტი რესურსის მობილიზებას რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, მათ შორისაა ბანკის კაპიტალის შესაბამისობის ჩარჩოს მიმდინარე გადახედვა და სტრუქტურული და არასტრუქტურული ორგანიზაციული რეფორმები, რაც ახალი საოპერაციო მოდელითაა ნაკარნახები.


“დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული რეფორმების წყალობით ADB რეგიონში უფრო მეტი ზემოქმედების მომტანი გახდება, მათ შორისაა კლიმატის დაფინანსების გაზრდა, მეტი ინვესტიცია კერძო სექტორში და ფართომასშტაბიანი განვითარების გადაწყვეტილებების მიღება კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“  განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.


თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up