ADB-სა და m²-ს შორის გაფორმებული 10 მლნ დოლარის სასესხო ხელშეკრულება წლის სოციალურ-ინფრასტრუქტურულ გარიგებად დასახელდა

ADB-სა და m²-ს შორის გაფორმებული 10 მლნ დოლარის სასესხო ხელშეკრულება წლის სოციალურ-ინფრასტრუქტურულ გარიგებად დასახელდა

access_time2022-06-17 10:40:16

საერთაშორისო მულტიმედია კომპანიამ - The Asset აზიის განვითარების ბანკის მიერ  m²-ისთვის მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა წლის სოციალურ-ინფრასტრუქტურულ გარიგებად დაასახელა. The Asset Triple A Awards-ის ჯილდო m²-მა დეველოპერულ სექტორში გამორჩეული საქმიანობისა და პარტნიორობისთვის მიიღო.

The Asset-მა გამარჯვებული ორგანიზაციები მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგიით შეარჩია. საუკეთესო კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიაში კომპანიების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება მქონე რედაქტორთა საბჭომ გამოავლინა. საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად, გამარჯვებულები მომხმარებლებთან სიღრმისეული ინტერვიუების და მონაცემთა ანალიტიკის შედეგად შეირჩნენ. ანალიზი წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Asset Benchmark Research-მა ჩაატარა.

ამასთანავე, მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარებისთვის  ADB-სა და m²-ს შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმება აზიის განვითარების ბანკის 2021 წლის კერძო სექტორის პუბლიკაციაში მოხვდა, როგორც საუკეთესო მაგალითი ინკლუზიური ხელმისაწვდომობის შესაქმნელად.

„მოხარული ვართ  m² - ის მორიგი აღიარებით. The Asset-ის ჯილდო და ADB-ის წლის პუბლიკაციაში მოხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დეველოპერულ სექტორში ჩვენს მოწინავე პოზიციასა და მთავარ ღირებულებას - ვიყოთ ინოვაციურები და დავნერგოთ საუკეთესო სამშენებლო სტანდარტები ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, m² - ის მაცხოვრებლებს ყველა პირობა შევუქმნათ კომფორტული, თანამედროვე და მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის. ეს საერთაშორისო აღიარებაც ამის დასტურია“, -  ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m² - ის გენერალური დირექტორი.


“2021 წელს, აზიის განვითარების ბანკმა შპს „ოპტიმას“, რომელიც m² -ის  და Georgia Real Estate-ის (GRE) შვილობილი კომპანიაა, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო ორი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი, უპრეცედენტო სესხია”, - განაცხადა ADB-ის ინვესტიციების უფროსმა სპეციალისტმა, დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB)  შპს „ოპტიმას“ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი 2021 წელს გამოუყო. ფინანსური რესურსი 3 700 ენერგოეფექტური ბინისაგან  შემდგარი, ორი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებას მოხმარდება ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით.

 m²-მა საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვის საერთაშორისო შესაძლებლობა საქართველოში პირველმა აითვისა და შექმნა პრაქტიკა სხვა სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიებისთვის, მომავალში, მსგავსი ტიპის ინვესტირების მოსაპოვებლად. 



თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up