ADB საქართველოს მწვანე ობლიგაციებში 4 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

ADB საქართველოს მწვანე ობლიგაციებში 4 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

access_time2022-10-13 11:00:11

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 4 მილიონი აშშ დოლარის ($) ინვესტიცია განახორციელა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში, რაც კომპანიის მუშაობას დაეხმარება. ინვესტიცია ასევე დამატებით კაპიტალს შესძენს GRPO-ს დამფუძნებელ კომპანიას სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, მისი განახლებადი ენერგობიზნესის ხელშესაწყობად.


ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს — საქართველოში პირველად ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციას და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ უმსხვილეს ობლიგაციას. ADB ასევე ადმინისტრირებას გაუწევს აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდის (LEAP) მიერ გამოყოფილ $4 მილიონიან რესურსს.


“პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე ობლიგაციებისა და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ინვესტიცია კიდევ ერთია ჩვენი, როგორც საქართველოს მწვანე ობლიგაციებში ინვესტორი წამყვანი ორგანიზაციის ანგარიშზე და ცხადყოფს ADB-ის ამ და სხვა სასესხო ინსტრუმენტებით წევრი ქვეყნების კლიმატის მიზნების მიღწევაში დახმარების შესაძლებლობას“,   განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციები დეპარტამენტის ინვესიტიციების უფროსმა სპეციალისტმა დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ GRPO-მ წარმატებით გამოუშვა $80 მილიონის მწვანე ობლიგაცია. ამ ტრანზაქციას ინვესტორებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა, რითაც ამ უპრეცედენტო დროშიც კი, კაპიტალზე წვდომის საშუალება მოგვეცა. მადლობელი ვართ, რომ ADB-მ, როგორც ერთ-ერთმა სტრატეგიულმა ინვესტორმა წამყვანი როლი შეასრულა ამ საქმეში,“ აღნიშნა სს „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.



GRPO-ს პორტფელში შედის ხუთი განახლებადი ენერგიის პროექტი, მათ შორის ოთხი ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოცულობით 50.4 მეგავატი, და საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური. 2020 წელს ADB-მ ინვესტიცია განახორციელა GRPO-ს წინამორბედი კომპანიის სს „Georgia Global Utilities“-ის გამოშვებულ ობლიგაციებში.


GRPO-ს სრული მფლობელია GRPC ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ სს „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებას წარმოადგენს. სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იანი წლის მფლობელია საზოგადოებრივი სააქციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა აღრიცხული.


LEAP 2016 წელს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ $1.5 მილიარდიანი კაპიტალით დაარსებული ფონდია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხისა და მდგრადი კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის პროექტებს, რომლებიც ამცირებენ ნახშირბადის ემისიას, აუმჯობესებენ ენერგოეფექტურობას და ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებში შესაძლებელს ქმნიან ჯანდაცვის, განათლებისა და კომუნიკაციების სერვისებზე წვდომას.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.


თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up