ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თიბისი კაპიტალის 2 კვირის წინადელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის ჩვენი ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია, — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგანაა აღნიშული.
„სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ დანორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავალისაკენ შეიცვალა“, — აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.