ავტომობილების ფასი ერთ თვეში გაიზრდება-  „კავკასიის ავტოიმპორტი“ კორონავირუსისა და ლარის გაუფასურებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს

ავტომობილების ფასი ერთ თვეში გაიზრდება- „კავკასიის ავტოიმპორტი“ კორონავირუსისა და ლარის გაუფასურებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს

access_time2020-04-02 17:30:02

ლარის გაუფასურებისა და კორონავირუსის შედეგად  გამოწვეული მდგომარეობის გამო , ავტომობილების ფასი ერთ თვეში გაიზრდება, რადგან ბაზარზე არსებული მდგომარეობა გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება, ამის შესახებ  „კომერსანტს“ კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი   გიორგი სურგულაძე ესაუბრა.

 

„ლარის გაუფასურების გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასი არ შეცვლილა, არც დაკლებულა არც გაზრდილა. ვისაც მანქანის ყიდვა უნდა კაპიტალი დოლარში აქვს შენახული, რაც შეეხება შესყიდვის ადგილებს მაგალითად ამერიკას, იქ ფასი საგრძნობლად დაეცა, იმის გამო, რომ მანქანებზე მოთხოვნაც შემცირებულია.  თუმცა,  გარკვეული პერიოდის შემდეგ,  თუნდაც ერთ თვეში ავტომობილების ფასი მოიმატებს. რადგან ახლა მიმდინარე მოვლენები გარკვეული პერიოდის შემდეგ  აისახება ბაზარზე.“-ამბობს გიორგი სურგულაძე.

 

კავკასიის ავტოიმპორტი დირექტორის თქმით, ავტომობილების იმპორტი ორი ნაწილისგან შედგება ჩამოყვანა და რეალიზაცია და  ორივე ნაწილში საქართველო შეუფერხებლად მუშაობს.


„ერთია ავტომობილის ჩამოყვანის პროცესი, პორტების მუშაობა არ მუშაობის საკითხი და მეორეა თავად რეალიზაცია.ჩამოყვანის მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს, აშშ ასეთი ბიზნესი, რომელიც საპორტო გადაზიდვითაა დაკავშირებული გამოცხადდა პრიორიტეტულ ბიზნესად. იგივე მოხდა ფოთის პორტშიც, რომელიც გამართულად მუშაობს, რადგან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. კორიდორი, რომ ავტომობილები შემოვიდეს ქვეყანაში და რეგიონში ღიაა“-აღნიშნა სურგულაძემ.

 


 

რაც შეეხება ავტომობილების რეალიზაციას, კორონავირუსის გამო საქართველოში გაყიდვების  მაჩვენებელი განახევრდა, რეგიონის სხვა ქვეყნებში კი მათი წილი მხოლოდ 25%-ით შემცირდა.


 „რეალიზაცია განახევრდა, თუმცა არ განულებულა, ეს რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ ასევე ვართ უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, ასეთი ვარდნა არ არის, 25-30%-ით იკლო გაყიდვების მაჩვენებელმა.“-აცხადებს გიორგი სურგულაძე.

 


კავკასიის ავტოიმპორტი დირექტორი ონლაინ გაყიდვებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოში ონლაინ ვაჭრობაზე არც ადრე ყოფილან დამოკიდებული და არც ამ პერიოდში არიან.


„Myauto.ge-ზე ვიზიტორების რაოდენობა არის გასამმაგებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაყიდვები ამ რაოდენობითაა გაზრდილი, ხალხი სახლში ზის და დროის გაყვანის მიზნით ან სამომავლო შენაძენისთვის სტუმრობს საიტს.“ -ამბობს სურგულაძე.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up