საქართველოში იმპორტი ქართული პროდუქციის ექსპორტს 3,5-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 11,981 მლრდ დოლარის პროდუქცია შეიძინა, ექსპორტზე კი (ადგილობრივი ექსპორტი) მხოლოდ 3,406 მლრდ-ს ღირებულების გაყიდა.
გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რომელსაც 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ვყიდდით.
ადგილობრივი ექსპორტი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 932,894 მლნ დოლარი;
ფეროშენადნობები - 448,304 მლნ დოლარი;
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 249,137 მლნ დოლარი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 231,896 მლნ დოლარი;
მინერალური და მტკნარი წყლები - 103,389 მლნ დოლარი’
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები; სპირტიანი სასმელები - 95,150 მლნ დოლარი;
თხილი და სხვა კაკალი - 86,324 მლ დოლარი;
ელექტროენერგია - 84,338 მლნ დოლარი;
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 78,561 მლნ დოლარი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების; შემცველობით - 76,042 მლნ დოლარი.