ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა.
როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8.2 პროცენტით გაიზარდა.
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 18.5 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 10.1 პროცენტით, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 1.8 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი კლება.